0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. უფროსთან ერთად განიხილეთ საინტერესო შემოთავაზებები. კოლეგები გაოცებულნი არიან თქვენი ნიჭიერებითა და შრომისუნარიანობით. 

კურო
აკონტროლეთ გამონათქვამები, რათა არ აწყენინოთ ახლობლებს. კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად. კოლექტიური საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. 

ტყუპი
დღეს აუცილებელი არაა იბრძოლოთ ლიდერობისთვის. თქვენს უპირატესობას ისედაც ყველა აღიარებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. განსაკუთრებით, ვინც თქვენს მზრუნველობას საჭიროებს. საღამოს მოიწყვეთ შოპინგი. 

კირჩხიბი
პოზიტიური დღე გელით. ახლობლები სასარგებლო და მოულოდნელი საჩუქრებით გაგახარებენ. მეგობრები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მოერიდეთ ავანტიურასა და სარისკო საქმიანობას. 

ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. ნუ იფიქრებთ უსიამოვნებაზე (მათი ადგილი საერთოდ არ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში). საღამო პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას დაუთმეთ. 

ქალწული
დღეს ნებისმიერი საქმიდან სარგებელს გამონახავთ. დაეხმარეთ ახლობლებს. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. ნუ ეცდებით მათ გადაკეთებას, მიიღეთ ისეთები, როგორებიც არიან და იყავით მეტად პოზიტიური. 

სასწორი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი პროექტები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. მუშაობისას. მეტი დაკვირვება გმართებთ. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. 

მორიელი
დღეს ყველას დასჭირდება თქვენი დახმარება, რჩევა. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ. 

მშვილდოსანი
ნუ გაჩერდებით უსაქმოდ. კარგი დღეა ახალი იდეების განსახორციელებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. საღამოს მეგობრებს ესტუმრეთ და გახალისდით. 

თხის რქა 
საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად გამოანახეთ დრო და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სასურველია, შვილებიც გაიყოლოთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

მერწყული
მოაწესრიგეთ საქმეები. დაიწყეთ თვითრეკლამა, ნიჭიერი რომ ხართ ამის შესახებ გარშემო მყოფებმაც უნდა იცოდნენ და იმ ადამიანებმაც, ვინც თქვენს დახმარებაშ შეძლებს. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილება გელით. 

თევზები
დღეს იდეების განხორციელება და ახალი საქმეების დაწყება სიამოვნებას მოგიტანთ. აგრეთვე, - შემოქმედებითი იდეების განხორციელება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები