1 7 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ერთი თვის ნუცა დედამ მიატოვა,კისრის თიაქარი აქვს" - თამუნა მუსერიძეს მიტოვებული გოგონას შვილად აყვანა უნდა

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: " სოციალური სააგენტოს თანამშრომლები თუ მყავხართ მეგობრებში,იქნებ დამეხმაროთ,დამაკვალიანოთ და ამიხსნათ, ბავშვი სახლში როგორ წამოვიყვანო ??"

საქმე ეხება ერთი თვის გოგონას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დედამ კლინიკაში მიატოვა. გუშინ "დედების კლუბმა" ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ამ პატარა გოგონას შესახებ.
 "გამარჯობა, ეს ერთი თვის ნუცაა, რომელოც დედამ მიატოვა. მიზეზი შემდეგია,ნუცას კისრის თიაქარი აქვს და საჭიროებს მკურნალობას. ბავშვი ამჟამად იმყოფება ციციშვილის კლინიკაში და არ ჰყავს არავინ. მას მხოლოდ დაწესებულების პერსონალი და სტუდენტები ეხმარებიან. იგი საჭიროებს ყოველდღიურ ყოფით ნივთებს: საკვებს, პამპერსს, ტანსაცმელს, და ასე შემდეგ. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავეხმაროთ ნუცას. სიკეთე გადამდებია,"- "დედების კლუბი."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები