2 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ია ფარულავამ ეკო ფანგანი და ნინა წკრიალაშვილი ერთმანეთს "გადაკიდა"

   მას შემდეგ რაც ინტერნეტ მედია  საზოგადოებაში  აქტუალური გახდა, არავის უკვირს უკვე სოციალურ ქსელში „სტატუსებით“ სიყვარულის ახსნა, კამათი,  დარიგება , ბრძნული აზრების გაზიარება ან სულაც საჯარო დიალოგი „სტატუსების“ ფორმით..

მსახიობ ია ფარულავას ფეისბუქ სტატუსები ყოველთვის სკანდალებით გამოირჩევა, გამონაკლისი არც ეს უკანასკნელი სტატუსი გახდა, რომელმაც შოუ-ბიზნესის სამი წარმოამდგენელი ერთმანეთს გადაკიდა.   ია ფარულავამ  ნინა წკრიალაშვილი  პლაგიატობაში დაადანაშაულა, აღნიშნულს  ეკო ფანგანიც  გამოეხმაურა  და შემდეგ  ნინა წკრიალაშვილიც..  მათ “სტატუს“ დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:

-„მარაოზე გადაცემა პომადა შემომეფეთა შემთხვევით,  ნინა წკრიალაშვილი,  გეთქვა ჩემი მშვენიერი ლედის თუ აკეთებდი🎥🎥👍 რა მაგარია💞 👍 ეჰ სად იყო ამდენი სპონსორი ჩემს დროს 16 წლის წინ“  -  ეს “ფეისბუქ სტატუსი“ მსახიობმა ია ფარულავამ სოციალურ ქსელში , საკუთარ გვერდზე  გუშინ გამოაქვეყნა .  

- „მეც მაქვს ეგეთი რუბრიკა, რა ხანია თან )))“- წერს ეკო  ფანგანი

 -„ეკო მე არ ვარჩევ გადაცემებს, შენი გარდერობიც ჩემს მერე გავიდა , სულაც არ იფიქრია, რომ ჩემგან წაიღე.. თემაა ისეთი რაც ყველას აინტერესებს .. ჩემგან არ გესწავლებათ რა თქმა უნდა ორივეს“-  ასე გამოეხმაურა ნინა წკრიალაშვილი  მათ ბრალდებას

-"  გარდერობი მე სად წავიღე? )))))) 3 წელია ასე ქვია ჩემ რუბრიკას ))) (ნუ მე რაც იქ ვარ) :)) აქტუალურ თემებზეც გეთანხმები და თან იას ვუპასუხე, მის "მშვენიერ ლედიზე", იმიტომ
რომ გავს მის ძველ გადაცემას, ჩემი ერთ-ერთი რუბრიკა.
შენი ახალი გადაცემა არ მინახავს ჯერ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს და აუცილებლად ვნახავ..“-ეკო ფანგანი

-„ეს აქტუალური თემებია ყიველთვის და ყველაგან აქ ახალინარაფერია და რაც მეტი იქნება უკეათესი“ - ასე გაანეიტრალა ია ფარულავამ საჯარო  კამათი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები