0 7 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დღე მე-18- გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპოს ჩემპიონატის მეთვრამეტე დღეს უკვე ცნობილი გახდა მეოთხედფინალისტი გუნდები. უელსი-ბელგია, იტალია- გერმანია, საფრანგეთი-ისლანდია, პოლონეთი-პორტუგალია. სწორედ ეს გუნდები გააგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონობისათვის. გუშინდელი მატჩი ესპანეთის და ინგლისის გულშემატკივრებისთვის სევდიანი აღმოჩნდა, რადგან ორივე გუნდი დამარცხდა და გამოეთიშა ჩემპიონატს. ყველა გააკვირვა ისლანდიელმა ნაკრებმა და მათი გულშემატკივრების გასაოცარმა ქომაგობამ. ისლანდიაში სულ 350 000-მდე ადამიანი ცხოვრობს და გუშინდელ მატჩს მთელი მოსახლეობის თითქმის 2 პროცენტი ესწრებოდა. მათ ინგლისის დამარცხებაც შეძლეს და ღირსეულად შეაბიჯეს მეოთხედფინალში. ამ ფაქტს ალბათ ძალიან ცოტა ადამიანი თუ ელოდა.


ჩართვისას ვიხილეთ ისლანდიელი გულშემატკივრები, რომლებსაც გოჩა გაესაუბრა და ახალი პრეზიდენტის დანიშვნაც მიულოცა მათ. სურდა ინგლისელებთანაც კონტაქტში შესვლა და მათი მოლოდინების მოსმენა თამაშის წინ, მაგრამ იმდენად იყვნენ ინგლისელი გულშემატკივრები ალკოჰოლით გაჟღენთილები, გოჩამ გადაწყვიტა თავი შეეკავებინა და შორიდან დაენახებინა მაყურებლებისათვის მათი გიჟური საქციელები.შემდეგი მატჩი, სადაც პორტუგალია პოლონეთს დაუპირისპირდება, 30 ივნისს გაიმართება. შესაბამისად, რამდენიმე დღით ფეხბურთს ვემშვიდობებით, მაგრამ გოჩა და ლუდი ნატახტარი არსად მიდიან და კვლავ ჩვენთან ერთად იქნებიან და შემოგვთავაზებენ სხვადასხვა სიახლეებს და საინტერესო ფაქტებს საფრანგეთიდან.გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ.  ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ  სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ,  გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
ბმულები:https://www.facebook.com/natakhtari/videos/1336512699699480/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1336634709687279/
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1336669193017164/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები