2 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხი შეაჩერა. რეესტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა დირექტორად რეგისტრირების შესახებ ეწინააღმდეგება ეთერ (ბაია) გადაბაძის განცხადების მოთხოვნებს. საკითხის შეჩერების შესახებ განცხადება საჯარო რეესტრმა გაავრცელა.

გადაბაძემ საჯარო რეესტრს 2016 წლის 9 თებერვალს 15:32 საათზე მიმარა. მან მოითხოვა, რომ სასამართლოში შეტანილი დავისა და სარჩელის უზრუნველყოფამდე არ განხორციელდეს შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება 

"ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოს სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერ მოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი", - აღნიშნულია რეესტრის განცხადებაში..

რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს, მისი განცხადება დირექტორად დანიშვნის შესახებ 2016 წლის 9 თებერვალს 17 საათსა და 59 წუთზე შევიდა.  განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის, 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი. 

თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა, რომ გაჩეჩილაძის მოთხოვნა ეწინააღმდეგება გადაბაძის განცხადებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები