2 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მაკა ასათიანი თბილისშია - პირველი კომენტარი "მაესტროსთან" დაკავშირებით

ჩამოტვირთვა

სტუდია მაესტროს აქციების 25%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანი საქართველოშია. ის თბილისში რამდენიმე წუთის წინ ჩამოვიდა და მაესტროში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. 

ასათიანი ამბობს, რომ დილიდან შეხვედრებს გამართავს როგორც მაესტროს თანამშრომლებთან ასევე პარტნიორებთან, მაესტროს დამფუძნებლებთან და ძმებ გია და ლევან გაჩეჩილაძეებთან. 

ასათიანს ჟურნალისტებთან კონკრეტულად არ უსაუბრია სტუდია მაესტროს წილების გასხვისების შესახებ. ასათიანმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ განცხადებას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს. 

ასათიანს განცხადება არც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გააკეთა. ჟურნალისტების კითხვაზე - ხედავს თუ არა ის პოლიტიკურ კონტექსტს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ასათიანი ამბობს "შეცდომები ყველას მოსდის" 

აეროპორტში მაკა ასათიანს მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძეც დახვდა, თუმცა გადაბაძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები