1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო პრემიერო, არალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრები კატეგორიულად ვგმობთ 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ბატონი ნოდარ ხადურის მიერ ჩატარებულ აქციას მარკირების თემაზე. ვფიქრობთ, მინისტრი ამ სახის   კამპანიით ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მისი გზავნილი, „მარკირება ხალხის საკეთილდღეოდ“ აბსოლუტურად ცინიკურია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე გვაქვს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან. მეტიც, უცხოური კომპანიისთვის ბიუჯეტიდან გადასახდელი ანაზაღაურება არაალკოჰოლური პროდუქციის ელექტრონული მარკირების სერვისისათვის ამ მომსახურების თვითღირებულებაზე 100-ჯერ მეტია. მაშინ, როცა ჩვენ ვთავაზობდით და ახლაც ვთავაზობთ  ხელისუფლებას გადამოწმების მიზნით აღრიცხვიანობის წარმოების უდანახარჯო საშუალებას. 

ჩვენ მრავალი ათეული წელია ვცდილობთ მოსახლეობასთან სწორ კომუნიკაციას, მათი კეთილგანწყობის დამსახურებულად მოპოვებას. დაგვერწმუნეთ, სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გვამოძრავებს როცა ვაპროტესტებთ ელექტრონული მარკირების სერვისისთვის სახელმწიფოს მიერ არაადექვატურად მაღალი საფასურის გადახდას, რაც  დააზარალებს მომხმარებელსაც, ბიზნესსაც, ბიუჯეტსაც. სახელმწიფოს და ბიუჯეტს კი შემოსავლის მოტანის ნაცვლად, მძიმე ტვირად დააწვება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს კვლავ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა  თქვენთან შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა უშუალოდ და ამომწურავად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები და წინადადებები ამ საკითხის გარშემო. მიგვაჩნია, რომ ელექტრონული მარკირების ახალი რეგულაცია არც სამართლიანია და არც ეფექტიანი. ამასთან, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიცია ფინანსთა მინისტრმა არ მოისმინა და გადაწყვეტილება ჩვენგან დამოუკიდებლად მიიღო. ეს კი პირდაპირ ეწინააღმდეგება თქვენს დაპირებას, რომ მთავრობა ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე რეგულაციებს არ შეცვლიდა და/ან ახალს არ დააწესებდა. შესაბამისად,  დარწმუნებულები ვართ, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ თქვენთან შეხვედრის ფარგლებში არის შესაძლებელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები