1 3 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება

ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 13-16 ოქტომბერს გდანსკში ქართული კინოს დღეები გაიმართება. ღონისძიება ნუცა ალექსი-მესხიშვილის  „კრედიტის ლიმიტით“ გაიხსნება. ფილმს რეჟისორი თავად წარადგენს. ასევე, მოეწყობა დისკუსია ქართული კინოს შესახებ, რომელსაც ნუცა ალექსი-მესხიშვილთან ერთად ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი, ნოშრე ჩხაიძე დაესწრება.

ქართული კინოს დღეების ფარგლებში პოლონელი მაყურებელი კიდევ სამ სრულმეტრაჟიან ქართულ ფილმს იხილავს. ნაჩვენები იქნება:

·    გიორგი ოვაშვილის - "სიმინდის კუნძული"

·    ლევან კოღუაშვილის - "შემთხვევითი პაემნები"

·    თინათინ ყაჯრიშვილის - "პატარძლები"   


კომენტარები

მსგავსი სიახლეები