1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"100 000 დოლარად ვაპირებ დაზღვევას"-რატომ ვერ დააზღვია თამო ვაშალომიძემ საქართველოში უკანალი ?

 სკანდალების მოყვარულმა თამო ვაშალომიძემ ჟურნალ „ვენუესთვის” გაიხადა. ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტსივრცე დაიპყრო. თუმცა, თამოს სკანდალური სიახლეები მხოლოდ მისი შიშველი ფოტოსესიით არ შემოიფარგლება. ის უახლოეს მომავალში საკუთარი სხეულის იმ ნაწილის დაზღევას აპირებს, რომლისთვისაც ვარჯიშს არც ერთი დღე არ იზარებს. იმის გამო, რომ ქართული სადაზღვევოები ადამიანის სხეულის ნაწილებს არ აზღვევენ, უკანალის დაზღვევას მოდელი უცხოეთში აპირებს. აი რას ყვება მოდელი ჟურნალ "თბილისელების"  ჟურნალისტთან როგორც გავიგე, უკანალის დაზღვევასაც აპირებ. რამდენად?
– ჰო, მინდა ჩემი უკანალი დავაზღვიო. საქართველოში ვერ შევძელი ეს, ჩვენთან თურმე ადამიანის სხეულს არ აზღვევენ. უარი მითხრეს. უცხოეთში ვაპირებ და ვნახოთ, რა იქნება. ეს იდეაც შემთხვევით მომივიდა. სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი სახლში, გადავივლე წყალი და ჩემს ოთახში გავედი, სადაც მთლიან კედელზე სარკე მაქვს. როგორც ყოველთვის, ჩავიხედე სარკეში და ძალიან მომეწონა ჩემი ფიგურა. შრომამ და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. არაფერს ვერიდები იმისთვის, რომ საქართველოში საუკეთესო უკანალი მქონდეს. იმდენს ვვარჯიშობ ამისთვის, რაიმე რომ დაემართოს ვერ გადავიტან (იცინის). რაც შეეხება თანხას, მე პირადად, ნახევარ მილონზე მეტი მიღირს. თუმცა, 100 000 დოლარად ვაპირებ დაზღვევას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები