1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოთმინებით აღიჭურვეთ და დაგროვილი საკითხების მოგვარებას შეუდექით. ნუ გგონიათ, რომ თქვენს საქმეს სხვა ვინმე გააკეთებს. გარშემო მყოფებთან კამათს კი არ გირჩევთ, მოთოკეთ ემოციები. 

კურო 
დღეს საშუალება მოგეცემათ თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. დიპლომატიურად მოაგვაროთ პრობლემები. გააფორმოთ ხელშეკრულებები, მოაწესრიგოთ ფინანსური საბუთები. 

ტყუპი
მუშაობის განწყობაზე არ ხართ, ბუნებაში წამოწოლის და დასვენების სურვილი გაქვთ. თუ მოახერხებთ, საუკეთესოა. თუ არადა, დღის ბოლოს მაინც გაისეირნეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. 

კირჩხიბი
ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება მოგეცემათ - დაწინაურება, პირადი ცხოვრების მოწყობა ახალ ენერგიას შეგძენთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ, სხვა ვერც პრობლემებს მოგიგვარებთ, ვერც საქმეებს გაგიკეთებთ. 

ლომი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. უთანხმოებები ემოციების გარეშე განიხილეთ და მოაგვარეთ. თუ რაღაც დაგაეჭვებთ, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. 

ქალწული
თავს ნურავის დააჩაგვრინებთ, სხვის გასაკეთებელ საქმეს თქვენ ნუ შეასრულებთ. უმჯობესია, ნუ ჩაერევით კამათში და ნურც ვიღაცის მხარეს დაიჭერთ სხვის კონფლიქტში. 

სასწორი 
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, ახალი საქმეების დაწყებას. ახლობლების გამო სანერვიულო და სადარდებელი გაგიჩნდებათ. მოერიდეთ დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების გაფორმებას. 

მორიელი
სამსახურის საქმეებში წარმატება გელით. პარტნიორებთან და კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. გამოგიჩნდებიან გავლენიანი მფარველები. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. 

მშვილდოსანი
ცვლილებებისა და მოულოდნელობების დღეა. გამოგიჩნდებათ ძალა და საშუალება, რომ მოაგვაროთ რთული საკითხები, პარტნიორული ურთიერთობები. 

თხის რქა
საჭირო და საინტერესო ინფორმაციებს მიიღებთ. შეიძლება უცხოურ კომპანიაში, ან საზღვარგარეთ შემოგთავაზონ მუშაობის დაწყება. 

მერწყული
დღეს გარშემო მყოფებისგან ხშირად მიიღებთ შექებას. იმიტომ, რომ დაიმსახურეთ, იმიტომ რომ საუკეთესო ხართ და დროა, თავადაც დააფასოთ საკუთარი თავი. 

თევზები
დაუგეგმავი საქმეებისა და მოულოდნელი შეხვედრების გამო დღის წესრიგი თავდაყირა დაგიდგებათ. საღამოს ოჯახის წევრები სასიამოვნო სიურპრიზით, მზრუნველობით გაანებივრეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები