0 4 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქართული ლუდის კომპანია განათლების სამსახურში - საქველმოქმედო მემურანდუმი უკვე გაფორმებულია

28 აპრილს, ს.ს "ქართული ლუდის კომპანიას’’, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია ფონდში ყოველთვიურად შეიტანს თანხებს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა ფონდის მიერ, დადგენილი წესით, მოხდეს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება.

"მე თვითონ ი. ჯავახიშვილის სახელობის  სახელმწიფო უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები უნივერსიტეტს უკავშირდება. რაც შეეხება დღევანდელ პროექტს, არ შეგვეძლო მონაწილეობა არ მიგვეღო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი, ნიჭიერი სტუდენტია მოკლებული დაფინანსებას დღევანდელი მდგომარეობის გამო. 

ვფიქრობ, ჩვენი მეგობრების დახმარებით, ამ ფონდს კიდევ უფრო გავაფართოებთ და მომავალში უფრო მეტი სტუდენტისთვის შევძლებთ დახმარების გაწევას.  - განაცხადა ს.ს ქართული ლუდის კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარემ ცეზარ ჩოჩელმა. 

კომპანია მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან სტუდენტური პრაქტიკის და სტაჟირების საკითხებზე და უზრუნველყოს უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკა, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით

კომენტარები

მსგავსი სიახლეები