2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,თამამად ვეღარ გამოვდივარ გარეთ"- ხატია ბრაჭულს როლმა პრობლემები შეუქმნა

23 წლის მსახიობს, ხატია ბრაჭულს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ "ბოზი თამუნას" როლმა პრობლემები შეუქმნა. 

„ისე თამამად ვეღარ გამოვდივარ გარეთ, დათვდახრილი, მორიდებით დავდივარ. ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. სერიალიდან ძალიან ცნობილი გახდა ბაქარის ფრაზები: „შოკოლადი გიყვარს?“ „გევიხადო?“ .. და ამ ფრაზების შემოძახილია. მეღიმება ხოლმე, მაგრამ რაღაც მომენტში, ცოტა გული მწყდება. ეს სერიალი რეალურ ცხოვრებაზეა და რასაც მე ვთამაშობ, მტკივნეული და დრამატულია. ადამიანები ვერ ხედავენ, რომ მსახიობი ვარ და კონკრეტულ პერსონაჟს ვასახიერებ. რა უნდა ასწავლო პატარა ბიჭებს, როცა უფროსი ასაკის, ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებიც, წესით ჯანსაღად უნდა აზროვნებდნენ, იმავეს გამოხატავენ? ცოტა ხნის წინ სუპერმარკეტის კონსულტანტმა, 40 წლის კაცმა, პირდაპირ მკითხა, თქვენ ცხოვრებაშიც ასეთი ხართო? სახე შემეცვალა, ვკითხე, ასეთ ადამიანს ვგავარმეთქი? სცადა გამოესწორებინა და თქვა, მე და ჩემს შვილს განსაკუთრებით თქვენი გმირი გვიყვარსო და ხომ არ გადმოგაქვთ პერსონაჟის ხასიათიო. აღარაფერი ვუთხარი, აზრი არ აქვს ასეთ ადამიანებს რამე აუხსნა. ეს არის დაბალი დონის, გაუნათლებლობის მაჩვენებელი. ეს გმირი, თამუნა, დრამატული პერსონაჟია. ჩვენს რეალობაში ასეთი ადამიანები არსებობენ და მათ მიმართ თანაგრძნობის, სოლიდარობის გრძნობა უნდა გაგვიჩნდეს და არა - დაცინვის“, - აცხადებს მსახიობი.
წყარო: სარკე.pia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები