2 2 : 0 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. დღის მეორე ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. კარგი დღეა შეხვედრებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. 

კურო 
საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო ურთიერთობებისთვის. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების მიმართ. ეცადეთ, თქვენმა უყურადღებობამ არ დააზარალოს ისინი. 

ტყუპი
ყურადღებით იყავით, კონკურენტები და მოწინააღმდეგეები გააქტიურდებიან. მოსალოდნელია ცვლილებები პროფესიონალურ საქმიანობაში. 

კირჩხიბი
დღე მნიშვნელოვანია საინტერესო შეხვედრებითა და ცვლილებებით. მოერიდეთ თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

ლომი
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. საღამოს თეატრში ან სტუმრად წაბრძანდით. 

ქალწული
კარგი დღეა შეხვედრებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნუ ჩაიკეტებით სახლში, შეხვდით მეგობრებსა და თანამოაზრეებს. 

სასწორი 
კრიტიკული დღეა. ზედმეტად გაღიზიანებული ხართ და ეცადეთ ამის გამო კონფლიქტი არ მოგივიდეთ გარშემო მყოფებთან. მუშაობისას მეტი ყურადღება გმართებთ. 

მორიელი 
დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები. დაიცავით საკუთარი პოზიციები, მაგრამ არ იკამათოთ. ვარჯიში და ფიზიკური აქტიურობა მეტ ენერგიას შეგძენთ. 

მშვილდოსანი
ახალი პარტნიორები და მფარველები გამოგიჩნდებიან. მათი დახმარებით საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. 

თხის რქა
კარგი დღეა შეხვედრებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო გარშემო მყოფებისთვის დანაპირების შესრულებას ვერ შეძლებთ. 

მერწყული
კარგი დღეა სიყვარულისა და მიტევებისთვის. აპატიეთ გარშემო მყოფებს და თავადაც ბოდიში მოუხადეთ, თუ ვინმეს წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობთ. მაქსიმალურად მოერიდეთ ახლობლებთან საქმეების გარჩევასა და კამათს. 

თევზები
აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ უსიამოვნებას ასაკოვან ნათესავებთან. კარგი დღეა ძვირად ღირებული საყიდლებისთვის, უძრავი ქონების შესაძენად. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები