1 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"თავისუფალი ზონის"ოფისთან დაპირისპირების დროს კობა ხაბაზიც დაშავდა

"თავისუფალი ზონის"ოფისთან დაპირისპირება დაახლოებით 1 საათის უკან მოხდა, რის შედეგადაც ჩამტვრეულია ოფისის შენობის შუშები, დაზიანებები აქვს მიღებული ორგანიზაციის რამდენიმე წევრს და ინციდენტში მონაწილე ორი არასამთავრობო ორგანიზაციის-"თავისუფალი ზონისა" და "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლები პოლიციაში არიან გადაყვანილები.

დაპირისპირების დროს დაშავდა კობა ხაბაზი, რომელიც ინციდენტის დროს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მას ყურის არეში აქვს დაზიანება მიყენებული.
 "თავისუფალი ზონა"ვიდეოსაც აქვეყნებს. ვიდეოში ჩანს დაშავებული ახალგაზრდა,რომელსაც ორგანიზაციის წევრებმა დახმარება აღმოუჩინეს. მათი თქმით ახალგაზრდას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და დახმარება ესაჭიროებოდა, რომელიც ადგილზე აღმოუჩინეს.იხილეთ ლინკზე http://www.youtube.com/watch?v=xEqoHGRxwFo

კომენტარები

მსგავსი სიახლეები