0 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ოქტომბერი წინააღმდეგობებით აღსავსე თვე იქნება. ვერძებს ბევრი უარის თქმა მოუწევთ, მათ შორის საკუთარი თავისთვის. რას იზამთ, ცხოვრება ასეთია. ოქტომბერში ვერძი მთელ თავის ენერგიასა და დროს საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერებას მოახმარს და სასურველ შედეგსაც მიიღებს. თუმცა არის საფრთხე, რომ ამასობაში სხვა მიმართულებები უყურადღებოდ დაგრჩეთ, რაც სერიოზულ ნეგატიურ რეზულტატს მოიტანს. ეცადეთ სხვა საქმეების დელეგირება გონივრულად მოახდინოთ. ოქტომბერძი ვერძი წარსულს უკან მოიტოვებს და მზერას ნათელ მომავალს მიაპყრობს. განსაკუთრებულად დიდი ხარჯების გაწევა მას თვის ბოლო დეკადაში  მოუხდება. მოემზადეთ ახალმთვარეობისთვის, რაც 24-26 სექტემბერს უწევს, რადგან ამ პერიოდში ძველი ვალების გადახდა შეიძლება დაგჭირდეთ.

ოქტომბერში ვერძის პირად ცხოვრებაში ბევრი იქნება უმნიშვნელო დაპირისპირებები საყვარელ ადამიანთან. საქმე ისაა, რომ თუ ამ ნიშნის წარმომადგენლები პირობითობებს ყურადღებას არ აქცევენ, მათი პარტნიორისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. ეცადეთ, მეტ დათმობაზე წახვიდეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თქვენ ორნი სიცოცხლით ერთად ხარობთ და ამ მომენტს უნდა გაუფრთხილდეთ. ოქტომბერში ვერძი საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობაში შეიძლება წავიდეს ან ესტუმროს ადგილებს, სადაც ადრე უკვე იყვნენ ერთად. ეს მათი ურთიერთობის გამყარებას შეუწყობს ხელს.  ამ თვეში ბევრი ვერძის ოჯახში მატებაა მოსალოდნელი. უკვე გაზრდილი შვილები კი თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ. ოქტომბრის თვის განმავლობაში ვერძს ჯანმრთელობაზე საწუწუნო არაფერი ექნება, თუმცა სავსემთვარეობის დღეებში მცირედი უძლურება და ენერგიის ნაკლებობა შეიძლება იგრძნოს.

კურო

ოქტომბერში კუროს კვლავ დიდი პასუხისმგებლობა დააწვება მხრებზე, თანაც არა მხოლოდ სამსახურეობრივი, არამედ პირადი ცხოვრებიდან. თუმცა ამას შეჩვეულიც კი ხართ. კუროს საკმაოდ ბევრი სამუშაო აქვს, არც ისე სასიამოვნო, მაგრამ აუცილებელი საქმის კეთება უწევს. ოქტომბერში კურო ბოლოს და ბოლოს მოახერხებს უძრავი ქონების საკითხის მოგვარებას, მაგალითად იყიდის ახალ საწარმოო შენობას, რაც მის ბიზნესს დამატებით პერსპექტივებს შესძენს. თუ ერთბაშად ყველაფერი არ გამოგივათ, უკან მაინც ნუ დაიხევთ, მთავარია საქმე დაიწყოთ და სწორი მიმართულებით იაროთ. ოქტომბრის ბოლოს კუროს პარტნიორებთან მცირე გაუგებრობები შეიძლება შეექმნას, თუმცა ორივე მხარის ძალისხმევით ისინი მალევე მოგვარდება. წარმატებული თვე ექნებათ ამ ნიშნის წარმომადგენლებს, რომლებიც ფილიალების გახსნას აპირებენ სხვა ქალაქებში ან სულაც სხვა ქვეყნებში და საზღვარგარეთელ პარტნიორებთან კავშირების დამყარებას გეგმავენ. საშუალო რგოლის თანამშრომელი კურო კი ბევრ საქმეს ძალიან ხარისხიანად შეასრულებს, რის გამოც შეიძლება მას როგორც პასუხისმგებლობა გაუზარდონ, ასევე ანაზღაურებაც მოუმატონ. კუროს ფინანსური მდგომარეობა ოქტომბერში სტაბილურია, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლებიც, მაგალითად უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებიდან შემოსული მოგება.

პირად სფეროში ნამდვილად საბედისწერო მოვლენები განვითარდება, რომლებიც თქვენს მომავალ ცხოვრებას ძირეულად შეცვლის. ოქტომბერში ვერძმა შეიძლება საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს, გადასახლდეს სხვა ქალაქში ან სხვა ქვეყანაში, შეიძინოს ახალი სახლი და სხვ. ოქტომბერი ამ ნაბიჯისთვის ძალიან კარგი დროა, რადგან ახალ ადგილთან ადაპტაცია იოლად ჩაივლის. რასაკვირველია, კუროს ამ მიმართულებით ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, მაგრამ სამუშაოს ძირითად ნაწილს ოქტომბერში შეასრულებს. კუროს ენერგეტიკა ოქტომბერში არც ისე მაღალ დონეზეა, თუმცა სერიოზული ავადმყოფობის შიში შეუძლია არ ჰქონდეს, განსაკუთრებით, თუ ცხოვრების ჯანსაღი სტილი აქვს არჩეული და ყოველდღე ვარჯიშობს.

ტყუპები

ოქტომბერი ტყუპებისთვის ძალიან წარმატებული თვეა, ვარსკვლავები მას აშკარად მფარველობენ. შეგიძლიათ ყველა გეგმა, რასაც აქამდე მხოლოდ გონებაში ამუშავებდით, ახლა განახორციელოთ. ოქტომბერში ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება საერთაშორისო კავშირების განვითარება და სხვა ქვეყანაში მდებარე ფილიალებზე ზრუნვა იქნება. შესაბამისად, მივლინებებში ხშირად მოგიწევთ სიარული. საშუალო თანამდებობაზე მომუშავე ტყუპებმა ოქტომბერში ახალ სამსახურში გადასვლის წინადადება შეიძლება მიიღოს. გამორიცხული არ არის, ამ ნაბიჯმა პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობელმები შეგიქმნათ. თვის მეორე ნახევარში თავს წამოყოფს ძველ სამსახურთან დაკავშირებული მოუგვარებელი პრობლემები და მათი ნაწილი ნოემბრამდე გასტანს. ტყუპების ფინანსური მდგომარეობა ოქტომბერში საკმაოდ მყიფე იქნება. ბევრი ხარჯის გაწევა მოუხდებათ, უმეტესად პირადი ხასიათის. ასე რომ, ცოტა ქამრის შემოჭერა მოგიწევთ.

ოქტომბრის თვეში ტყუპებს პირად ცხოვრებაში პრობლემები ელოდებათ. საცხოვრებელი ადგილის გამოცვლასთან დაკავშირებული ხლაფორთი, ბავშვების პრობლემები და ა.შ. შეყვარებულ ტყუპებს საკუთარ თავში გარკვევა მოუწევთ, ნამდვილად უნდათ პარტნიორთან ურთიერთობის შენარჩუნება თუ ამაზე მნიშვნელოვანი მათთვის კარიერული წინსვლაა. სრულიად შესაძლებელია, ტყუპებმა კარიერას ურთიერთობის გაგრძელება ამჯობინონ ისე, რომ საკუთარ თავთან წონიანი დასაბუთება არც კი ჰქონდეთ. ალბათ ესაა ნამდვილი სიყვარული, რომელიც ბედნიერს გაგხდით. ტყუპებს საკმაო ენერგია ექნებათ, რათა ყველა საქმე, რაც ერთბაშად დაეყარათ თავზე, მოაგვარონ. თვის მიწურულს, სავსემთვარეობაზე ენერგიის კლებაა მოსალოდნელი.

კირჩხიბი

ამ თვეში კირჩხიბმა უნდა დაასრულოს საქმეები, რაც წინა პერიოდიდან გადმოჰყვა. დაუსრულებელი საქმეები სამომავლო გეგმების განხორციელებაში გაყოვნებენ, ამიტომ დროულად „მოუღეთ ბოლო“ მათ. კირჩხიბის პროფესიულ ცხოვრებაში საკმაოდ დაძაბული დრო დგება. უნდა გადასინჯოთ მიმდინარე პროექტები, გამოასწოროთ შეცდომები და დაასრულოთ ადრე დაწყებული და უკეთესი დროისთვის გადადებული საქმეები. საკუთარი ბიზნესის მფლობელი კირჩხიბი ოფისში რემონტს წამოიწყებს. დაქირავებულმა კირჩხიბმა კი განსაკუთრებული ყურადღება და გულმოდგინება უნდა გამოიჩინოს სამსახურში, რათა უშუალო ხელმძღვანელობასთან პრობლემები არ შეექმნას. თუ სახლის ან სხვა პირადი, გადაუდებელი საქმეები გაქვთ, სამსახურის უნებართვოდ გაცდენას გიჯობთ მცირე შვებულება აიღოთ. ფინანსური თვალსაზრისით კირჩხიბს შესაშფოთებელი არაფერი აქვს. შემოსავლები არათუ სტაბილურია, არამედ ზრდის პერსპექტივაც აქვს. მსხვილი და მოულოდნელი ხარჯებიც არ გელოდებათ.

ოქტომბერში კირჩხიბმა პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის მაქსიმალურად თანაბრად უნდა გადაანაწილოს დრო, რადგან ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია. რომანტიკულ ურთიერთობებში შესაძლოა გაჩნდეს ბზარი, რომელიც თავიდან თითქმის შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, მომავალში სულ უფრო გაღრმავდება. დაოჯახებული კირჩხიბი რემონტითა და სხვა წვრილმანი საყოფაცხოვრებო საქმეებით იქნება დაკავებული მთელი თვის განმავლობაში. ოქტომბერში შეიძლება შეხვდეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავს ან მეგობარს და მასთან უწინდელი კეთილი ურთიერთობა აღადგინოთ. მართალია, დროდადრო კირჩხიბი თავს დაღლილად გრძნობს, ეს მხოლოდ ენერგეტიკული პოტენციალის უმნიშვნელო შემცირებით იქნება გამოწვეული და მის ჯანმრთელობას სერიოზული არაფერი ემუქრება. უბრალოდ ეცადეთ, მეტი იძინოთ.

ლომი

ლომის ცხოვრებაში ნათელი პერიოდი ოქტომბერშიც გრძელდება. იგი უპრობლემოდ ივლის დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე, თანაც მუდამ მწვანე შუქი ენთება. ლომმა ოქტომბერში უნდა მოაწესრიგოს თავისი საქმეები, დახუროს ყველა საკითხი, რომლის მოგვარებასაც სულ სამომავლოდ დებდა, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. განსაკუთრებული მნიშვნელობა 2014 წლის ოქტომბერში საერთაშორისო კონტაქტებს ენიჭება. ლომს სავარაუდოდ მივლინებაში წასვლა და სერიოზული მოლაპარაკებები ელოდება. ეს მოლაპარაკება თუნდაც ძალიან გაიწელოს, შედეგი ყველა შემთხვევაში დადებითი ექნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ადამიანებს, ვინც თქვენს გარემოცვაში სწორედ ამ თვეში მოხვდება. მათთვის მაინცდამაინც დიდი ნდობის გამოცხადება არ ღირს, რადგან შესაძლოა პრობლემები შეგიქმნან. ლომს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები ექნება. მის ფინანსურ მდგოამრეობაში კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, ყველაფერი დაგეგმილი გზით წავა.

პირად ცხოვრებაში კი ლომს მხოლოდ სიხარული და ბედნიერება ელის. შეყვარებული ლომი პარტნიორთან იდეალურ თანხმობას მიაღწევს. უფროსი შვილები წარმატებით გაგახარებენ. ოქტომბერში ლომი ნაჩხუბარ ნათესავებთან შერიგდება და მართალია, მათთან ურთიერთობის გარკვევა საკმაო დროს წაართმევს, მაგრამ შედეგით კმაყოფილი იქნება. ოქტომბერში ლომი ძალ-ღონითა და ენერგიით აღსავსეა და არც რაიმე ავადმყოფობის შიში უნდა ჰქონდეს.

ქალწული

ოქტომბერში ქალწულმა მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროს, არამედ ხანდახან გარშემომყოფებიც უნდა გაიხსენონ. შესაძლოა ამ ნიშნის წარმომადგენლებს სხვებისთვის გარჯა მოუხდეთ. ქალწულის პროფესიულ ცხოვრებაში ოქტომბრის თვეში წარმატება მუდმივი თანამგზავრი იქნება. მართალია, ფინანსური საკითხების დარეგულირებისთვის საკმაოდ დიდი დროის დახარჯვა მოუწევს, სასურველ შედეგამს მაინც მიაღწევს. საუბარია როგორც ძველი ვალების გადახდაზე, ისე საკუთარი ფულის უკან დაბრუნებაზე. შესაძლოა, თვის მეორე ნახევარში ქალწულები სხვა ქალაქში ან სულაც ქვეყანაში წავიდნენ მივლინებით. ეცადეთ ამისთვის გულდასმით მოემზადოთ და კარგად იცოდეთ, რას ეუბნებით მოლაპარაკების მაგიდაზე თქვენთან ერთად დამსხდარ პარტნიორებს. ამ თვეში ქალწულების საქმიანობა ძირითადად სწორედ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. ისინი მრავალი პრობლემური საკითხის პოზიტიურად მოგვარებას მოახერხებენ და კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ. ოქტომბერში დამატებით მოულოდნელი შემოსავალიც კი შეიძლება შემოგივიდეთ.

ცვლილებები, რომლებიც ქალწულის ცხოვრებაში ახლო წარსულში დაიწყო, ოქტომბერშიც გაგრძელდება. შეყვარებულ ქალწულს ძველმა პრობლემებმა შეიძლება თავი შეახსენოს, თუმცა უწინდელი სიმძაფრით ნამდვილად აღარ. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს საცხოვრებელი პირობების ან ადგილის შეცვლაზე დაფიქრება მოუხდებათ, შესაძლოა სხვა ქალაქში გადასახლებაზეც იყოს საუბარი. ოქტომბერში ქალწული შეძლებს უძრავი ქონების შეძენას ან გარემონტებას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ შვილებისთვისაც, რასაც საკმაოდ დიდი თანხები დაჭირდება. ამ თვეში ქალწულს ჯანმრთელობამ შეიძლება მოულოდნელად უღალატოს, ამიტომ მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს, განსაკუთრებით სავსემთვარეობის დღეებში.

სასწორი

ოქტომბრის თვეში სასწორს ცხოვრების მრავალ სფეროში სიტუაციის გაუმჯობესების შანსი მიეცემა. უბრალოდ, წამით შეჩერდით და ყურადღებით მიმოიხედეთ ირგვლივ, ასე მთლიად სურათს უფრო ნათლად დაინახავთ. სასწორი იბრძვის, რათა გარშემომყოფებმა მისი დამსახურებები შესაბამისად შეაფასონ, ამიტომ ოქტომბერში მდგომარეობის გასამყარებლად ყველაფერს გააკეთებს. და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი სამიზნე აუდიტორია, მეგობრები თუ თანამდებობრივად მაღლა მდგომი პირები, სასწორი ბოლომდე დაიხარჯება. ეს თვე ხელსაყრელია მივლინებებისთვის და საზღვარგარეთ ან სხვა ქალაქებში მცხოვრებ საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის აღსადგენად. ძველი მეგობრები სასწორს მხარში დაუდგებიან, ხოლო ახლადშეძენილ ნაცნობებს ცოტა ფრთხილად უნდა მოეკიდონ, მით უფრო, თუ ეს უკანასკნელნი სასწორის ცხოვრებაში 3-26 ოქტომბრის შუალედში გამოჩნდნენ. ამ ადამიანებმა შეიძლება გიღალატონ. სასწორის ფინანსური მდგომარეობა ოქტომბერში მთლად მყარი არ იქნება. დიდი ხარჯები გელით, განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში. სავარაუდოდ, საუბარი იქნება ძველი ვალების დაბრუნებაზე ან პირადი პრობლემების მოგვარებაზე. ასევე, საკმაო თანხები დაგჭირდებათ მგზავრობისთვის.

სასწორის პირად ცხოვრებაში ოქტომბრის მთავარი ტრენდი ნოსტალგია იქნება. შეყვარებულ სასწორს იმ ადგილების მონახულება მოუნდება, სადაც საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დრო აქვს გატარებული. შესაძლოა, ამ თვეში აღადგინოთ კონტაქტი დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან, რომლებიც თქვენთან ახლოს აღარ ცხოვრობენ. მარტოხელა სასწორი გაიცნობს ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც სასიამოვნო რომანში გადაიზრდება. სასწორს ოქტომბერში ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაში ექნება და არც ენერგიის ნაკლებობა შეაწუხებს.

მორიელი

ოქტომბერში მორიელს მთელი თვითდისციპლინისა და გამძლეობის მოკრებვა დაჭირდება, რათა მის თავს დამტყდარ უამრავ რთულ სიტუაციას გაუმკლავდეს. ამ თვეში ბიზნესმენ მორიელს რამდენიმე სერიოზული შემოწმება ექნება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რაც ერთგვარ პრობლემად ექცევა. ასევე მოულოდნელად შეიძლება ამოტივტივდეს ადრე მოუგვარებელი იურიდიული საკითხი. ამიტომაც პრობლემების თავიდან ასაცილებლად ბიზნესმენმა ან მენეჯერმა მორიელმა დოკუმენტაცია კიდევ ერთხელ კარგად უნდა მოაწესრიგოს. დაქვემდებარებულებსაც მაინცდამაინც ნუ ენდობით, ასტროლოგების თქმით, თქვენს ზურგს უკან მოწყობილი ინტრიგებით თქვენი რეპუტაცია საგრძნობლად შეიძლება შეილახოს. 2014 წლის ოქტომბერში მორიელი კოლეგების მხრიდან ინტრიგნულ გამოხტომებს უნდა ელოდოს. დახმარების იმედი ნუ გექნებათ ნურც პარტრიონების და ნურც ძველი მფარველების მხრიდან. ისინი ან გარკვეული მიზეზებით ვერ მოახერხებენ დახმარებას, ან უბრალოდ ხმას ვერ მიაწვდენთ. ბიზნესმენ მორიელს, რომელსაც საქმიანი პარტნიორები სხვა ქვეყანაში ყავს, შეფერხებები ექნება. კონტრაგენტები ან ზედმეტად გააჭიანურებენ პირობების შეთანხმებას ან გარიგების დადებაზე საერთოდ უარს იტყვიან. მორიელი ამ სიტუაციაში ხელფეხშეკრული იქნება.  ეს თვე ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში დაძაბულობით იქნება გამორჩეული, ამიტომ მორიელს ერთადერთი გზა დარჩენია – პრიორიტეტების სწორად დალაგება და პრობლემების მოგვარებისთვის თანდათანობით, აუჩქარებლად ზრუნვა.

მორიელს არეულობა ექნება პირად ცხოვრებაშიც. მას მოეჩვენება, რომ საყვარელი ადამიანი სათანადოდ აღარ უფრთხილდება, სინამდვილეში კი ეს უკანასკნელი დაგროვილი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. პანიკაში ჩავარდნა და სცენების მოწყობა არ არის საჭირო. ეს ორივე თქვენგანისთვის საკმაოდ რთული პერიოდია, რომელიც უბრალოდ უნდა გაძლოთ და მოვლენების დაჩქარებას მოერიდოთ, რადგან ეს კარგს არაფერს მოიტანს. ეს პროგნოზი ეხება როგორც ახლად შეყვარებულ, ისე დიდი ხნის დაოჯახებულ მორიელებს. ოქტომბერში მორიელი ძალაგამოცლილი და დაღლილი იქნება, განსაკუთრებით თვის მიწურულს. ენერგეტიკული პოტენციალის დაცემამ ინფექციური დაავადებების შემოტევა შეიძლება განაპირობოს, ამიტომ დროულად უნდა მიხედოთ იმუნიტეტის ამაღლებისა და ქრონიკული დაავადებების პროფილაქტიკას.

მშვილდოსანი

ამ თვეში მშვილდოსნები საბოლოოდ გაერკვევიან, ვის შეუძლიათ ენდონ ბოლომდე, ვის კი სიფრთხილით მოეკიდონ. ძალიან ხელსაყრელი თვეა ძველი საქმიანი კონტაქტების აღსადგენად და ახალი ბიზნესურთიერთობების დასაწყებად. შესაძლოა, თქვენი ძველი საქმიანი პარტნიორები უკვე საზღვარგარეთ საქმიანობენ და დახმარება გაგიწიონ დიდი ხნის ოცნების ასრულებაში, რაც ქვეყნის გარეთ თქვენი ბიზნესის გატანაში მდგომარეობს. ოქტომბერში ახალი პროექტები არ უნდა წამოიწყოთ, დატოვეთ ისინი ჯერ განხილვის სტადიაზე და ძველ, უკვე მუშა პროექტებს მიხედეთ უფრო გულმოდგინედ. ახალ კონტრაქტებზე ხელის მოწერის დრო მოგვიანებით, ნოემბრის შუა პერიოდისთვის დადგება. მშვილდოსნებს ამ თვეში საკმაოდ დიდი ხარჯები ექნებათ, რაც პირად ცხოვრებასა და ბავშვებთან იქნება დაკავშირებული, ასე რომ, სათანადოდ მოემზადეთ.

ოქტომბრის თვეში მშვილდოსანი უფრო დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს პირად ცხოვრებას, ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებს ხოლმე. ამ თვეში მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან წარსულიდან, ვისთან ურთიერთობაც გაწყვეტილი გქონდათ. შეყვარებული მშვილდოსანი შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობაში წავიდეს, რაც მათ ურთიერთობას გაამყარებს. 2014 წლის ოქტომბერში მშვილდოსანმა ყურადღება არ უნდა მიაქციოს ჭორებსა და სხვადასხვა ხმებს, ასევე არც თავად უნდა ილაპარაკოს ზედმეტი, რაც უნდა ძალიან სურდეს ინფორმაციის გაზიარება. ბევრი დრო და ყურადღება დაჭირდებათ ბავშვებს. სავარაუდოდ, მათთვის საკმაოდ სერიოზული ხარჯის გაღებაც მოგიწევთ.  ოქტომბერში მშვილდოსნის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, მისი კლება მხოლოდ თვის მიწურულსაა მოსალოდნელი. არც ახალმთვარეობა იმოქმედებს თქვენზე კარგად, ამიტომ ფრთხილად იყავით, ყურადღება მიაქციეთ საფრთხის მანიშნებელ სიგნალებს.

თხის რქა

ამ თვეში თხის რქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა თავისი პოზიციების დაცვა იქნება, ამიტომ დიად საქმეებზე ფიქრს დროებით მოეშვით. ეს პერიოდი ყველაზე მოსახერხებელი ძველი და მიმდინარე პროექტების გადახედვისა და მათში შეცდომების მონახვისთვისაა, რომლებიც პროექტების მთელი სიმძლავრით „დაქოქვას“ უშლის ხელს. თხის რქამ უნდა აღმოფხვრას მიზეზები, რაც მის წარუმატებლობას განაპირობებს. კომპანიაში, სადაც თხის რქა მუშაობს, შეიძლება რეორგანიზაცია დაიწყოს ან მოულოდნელად შეიცვალოს ხელმძღვანელობა. საკუთარი ბიზნესის მფლობელი თხის რქისთვის კი რეკომენდებული უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების დასრულება. ოქტომბერში შეიძლება ისეთ პროექტებში აღმოჩნდეთ ჩათრეულნი, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ გაჭიანურებული გამოდგება. არ ღირს მოვლენების დაჩქარება, მიყევით დინებას და პროგრესს მომდევნო თვისთვის დაელოდეთ. ოქტომბერში თხის რქის მატერიალური მდგომარეობა სტაბილურია, და მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური. განსაკუთრებით დიდი შემოსავლების მოლოდინი ტყუილად არ გქონდეთ. ერთადერთი სფერო, საიდანაც მოგება შეიძლება დაგრჩეთ, უძრავი ქონებაა.

თხის რქა უძრავი ქონების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული და ოქტომბერში საგრძნობი წინსვლაც ექნება. ის შეძლებს გამოავლინოს წვრილმანი პრობლემები, რაც საქმის წარმატებას უშლიდა ხელს. შესაძლო მცირედი უსიამოვნებები შეგექმნათ ოჯახის წევრებთან და ახლობელ ადამიანებთან, საბედნიეროდ, ამ გაუგებრობებს მალე მოეღება ბოლო და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში ჩაჯდება. განსაკუთრებით უსიამოვნებები, რომლებიც საყოფაცხოვრებო საქმეებს ეხებოდა. ოქტომბერში თხის რქა სავსეა სასიცოცხლო ძალებით და შინაგანი ენერგეტიკული დონეც მაღალი აქვს, რაც მის ჯანმრთელობას ფაქტობრივად ხელშეუხებელს ხდის.

მერწყული

ადამიანები ხშირად იცვლიან თვალსაზრისს, რაშიც მერწყული კიდევ ერთხელ დარწმუნდება. ეს კარგიც არის, რადგან სიტუაციის განსხვავებული კუთხიდან დანახვის საშუალებას მოგცემთ. ამ თვეში მერწყულს ახალ პროექტებზე, უფრო სწორად, მათზე მსჯელობისთვის ბევრი დროის დახარჯვა მოუწევს. თქვენი თვალსაზრისის სისწორეში გარშემომყოფების დასარწმუნებლად დიდი ძალისხმევის გაღება დაგჭირდებათ. შეიძლება საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლამაც მოგიწიოთ. მოსალოდნელია ძველ საქმიან პარტნიორებთან ან მეგობრებთან შეხვედრაც, ვისთან ურთიერთობაც დიდი ხანია გაწყვეტილი გაქვთ. მთლიანობაში ეს თვე ერთადგვარად წარსულთან დაბრუნებასთან იქნება დაკავშირებული. გამორიცხული არ არის ისეთი საკითხების გააქტიურება, რომლებიც დიდი ხანია მოგვარებული გეგონათ. ეს კარგიც იქნება, რადგან შეძლებთ გააანალიზოთ დაშვებული შეცდომა და პრობლემა საბოლოოდ აღმოფხვრათ. თქვენს ცხოვრებაში ახლადგამოჩენილ ადამიანებზე კი მაინცდამაინც დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. ისინი თავიანთ დანაპირებებს არ შეასრულებენ. მერწყულის მატერიალურ მდგომარეობაში სიმშვიდე და სტაბილურობაა. არც ზარალი და დიდი ხარჯებია მოსალოდნელი, არც მაინცდამაინც საგრძნობი შემოსავლები.

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა შეიძლება გააჩაღონ ნაცნობობა, რომელიც თავიდან საინტერესო მოეჩვენებათ, თუმცა თუ ეს ისტორია 3-26 ოქტომბრის შუალედში დაიწყება, ხანგრძლივი ვერაფრით იქნება. ოქტომბერში შეყვარებული მერწყულისთვის საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დროის გატარებაა რეკომენდებული. ამ ნიშნის წარმომადგენლები ოქტომბერში არა მხოლოდ უზადო ჯანმრთელობით იქნებიან გამორჩეულნი, არამედ გარეგნული მომხიბვლელობითაც, რაც საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

თევზები

ეს თვე თევზებისთვის არაფრით განსაკუთრებული იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვეული რუტინა. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად მთელი თავიანთი თვითდისციპლინისა და პასუხისმგებლობის მობილიზება მოუწევთ და ეს მაინცდამაინც მარტივი არ იქნება. სამწუხაროდ, ამ თვეში თევზებს ვერავის დახმარების იმედი ექნებათ, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნონ. თუნდაც დახმარებას დაგპირდნენ, ეს დახმარება ყოველთვის დააგვიანებს, დამნაშავე კი იმდენად ობიექტური გარემოებები იქნება, რომ ვერც კი გაბრაზდებით. განსაკუთრებით თუ საქმე ინვეტიციის მიღებას ან რაიმე კრედიტს ეხება. საშუალო რგოლში მომუშავე თევზები საორგანიზაციო საქმით იქნებიან დაკავებულნი და ამის შედეგი, რასაც ნოემბრის დასაწყისიდან დაინახავენ, მართლაც შთამბეჭდავი იქნება. აი, ურთიერთობა საზღვარგარეთელ პარტნიორებთან შეიძლება გართულდეს და ეს სირთულეები მომდევნო თვეებშიც გადაგყვეთ. ფინანსურ ცხოვრებაში მოულოდნელობები არ იქნება, ყველაფერი სტაბილურადაა. ყველაზე დიდი შემოსავალი ოქტომბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. თვის მეორე ნახევარში კი სერიოზული ხარჯები ელით, რაც ბიზნესის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული.

დაოჯახებული თევზების ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. ხოლო ჯერ კიდევ შეყვარებულობის ეტაპზე მყოფი თევზები შეამჩნევენ, რომ პარტნიორთან ურთიერთობა ცივდება, ხოლო შეხვედრები უფრო და უფრო იშვიათი ხდება. თუ ახლა სიტუაციის გამოსწორებისთვის არაფერს გააკეთებთ, ეს თქვენს საბოლოოდ დაშორებას გამოიწვევს. ოქტომბერი ოჯახური საქმეებით იქნება დატვირთული, შესაძლოა ხანშიშესული ნათესავების მიმართ განსაკუთრებული ზრუნვის გამოჩენა დაგჭირდეთ. არც რემონტის წამოწყებაა ცუდი აზრი ოქტომბრის თვეში. თევზებმა ასევე დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ჯანმრთელობას, რადგან მათი ენერგეტიკული პოტენციალი დაცემულია და ვირუსული დაავადების ალბათობა იზრდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები