1 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღის განმავლობაში თანდათანობით გაიზრდება თქვენი ინტერესი დაფარული, რთული თუ აკრძალული თემებისადმი. ექსპერიმენტები, კრიტიკული სიტუაციები მიიქცევს თქვენს ყურადღებას და მიუდგებით პრაქტიკული მხრიდან. თუ თქვენ რაიმეს გამოიძიებთ მიმართეთ წარსულს ან ეცადეთ გაუმკლავდეთ რთულ პრობლემებს. გაითვალისწინეთ,რომ ეს დღე მალე თქვენთვის გახდება კითხვების დაუფლების დრო და თქვენ იპოვით პასუხს დასმულ კითხვებზე.

კურო 
პარტნიორთან ურთიერთობისას მოერიდეთ გაბუქებას. დღეს მიდრეკილი იქნებით ემოციურობისაკენ, დიდია ალბათობა, რომ თქვენი პარტნიორიც ემოციურად დატვირთული იქნება. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციას, სანამ ვინმეს რამეში დაადანაშაულებთ, შეეცადეთ საკუთარი საქციელი შეაფასოდ. ნურც ზედმეტად ქველმოქმედი იქნებით, დღეს ამას არავინ დაგიფასებთ.

ტყუპი
დღეს აღმოაჩენთ , რომ არც ისე თავისუფალი ხართ, როგორც გეგონათ. ყოველ შემთხვევაში მატერიალურმა მხარემ შეიძლება ურთიერთობებში პრობლემები შეგიქმნათ. შეეცადეთ არ იქონიოთ რეაქცია თუკი თქვენს მიერ გაწეულ სამსხურზე სათანადო მადლობას არ გეტყვიან.დღეევანდელ დღეს ემოციები უფრო სჭარბობს ვიდრე რაციონალური და ადეკვატური რეაქციები. არაა გამორიცხული აგრეთვე გონებაგაფანტულობა.

კირჩხიბი
დღეს გადაწყვეტთ, რომ სრული უფლება გაქვთ მოდუნდეთ და სიამოვნება მიიღოთ. შესაძლებელია თქვენ ბევრ რამეში მართალი იყოთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ ტკბილის გადამეტებულმა რაოდენობამ, როგორც გასტრონომიული ისე გადატანითი მნიშვნელობით შესაძლებელია გავნოთ. შეეცადეთ ზომიერი იყოთ ალკოჰოლთან და სექსუალურ სიამოვნებებთან მიმართებაში. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია ბიზნესის სფეროსთან დღეს შეეცადეთ ფრთხილად მიუდგეთ ხარჯებს.

ლომი 
დღეს არ ღირს ეკონომია, უმჯობესია გაანებივროთ ახლობლები საჩუქრებით და სურვილების ასრულებით. ყურადღებით იყავით, რომ თქვენი სიყვარული და ყურადღება გონიერების საზღვრებს არ გასცდეს. დღეს ხშირია ხასიათის რადიკალური ცვალებადობა, მაგალითად სიხაურლი მოულოდნელად წყენით შეიძლება შეგეცვალოთ.

ქალწული 
დღის მანძილზე დიდია ალბათობა ახალი, მოულოდნელი ნაცნობობის. შესაძლებელია ისეთი ადამიანი ან ადამიანები გაიცნოთ, რომლებიც არ იმსახურებენ ნდობას. აგრეთვე მოსალოდნელია, რომ ცრუ ინფორმაციას მოგაწვდიან. ყოველდღიური ან სამსახურის საქმეების გაკეთება გაგიძნელდებათ, რადგან სიზარმაცე და ოცნებებით გატაცება წაგართმევთ დროს. დღეს არასასურველია ხელშეკრულებების გაფორმება.. 

სასწორი 
დღეს კარგი დღეა თანამოაზრეებთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისათვის. დაგეგმეთ მეგობრებთან ერთად პიკნიკი ან რომანტიული ვახშამი. არასახარბიელოა ეს დღე მუშაობისათვის. შეეცადეთ რაც შეიძლება კარგად დაისვენოთ და გაერთოთ

მორიელი 
თქვენი მისწრაფება სიამოვნებისადმი და კომფორტისადმი ძალზედ დიდია. დღეს მთელი დღე ეიფორიაში და გარკვეულ აღმაფრენაში იქნებით. ვარსკვლავები გირჩევენ მოადუნოთ თვითკონტროლი და უარი თქვათ რთულ სამუშაოზე. თავს უფრო მეტის უფლება მიეცით ვიდრე ყოველთვის. თუმცა არ გირჩევთ ზედმეტი ემოციურობის გამოვლენას.

მშვილდოსანი 
დღეს გაიზრდება შთაბეჭდილების მიღების ალბათობა, ემოციურობა, აგრეთვე ისეთი თვისებები როგორიცაა ეშმაკობა და აფერისტობა. შეეცადეთ ყველა ეს თვისება კეთილშობილი საქმეებისკენ მიმართოთ და არა არაპატიოსანი მაქინაციების განსახორციელებლად. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რის უფლებას მოგცემთ თქვენი სინდისი. დღეს იზრდება ალბათობა იმედგაცრუებებისა. დღეს სასურველია ხელოვნებას, კულტურას ეზიაროთ.

თხის რქა 
დღის განმავლობაში თანდათანობით გაიზრდება თქვენი ინტერესი დაფარული, რთული თუ აკრძალული თემებისადმი. ექსპერიმენტები, კრიტიკული სიტუაციები მიიქცევს თქვენს ყურადღებას და მიუდგებით პრაქტიკული მხრიდან. თუ თქვენ რაიმეს გამოიძიებთ მიმართეთ წარსულს ან ეცადეთ გაუმკლავდეთ რთულ პრობლემებს. გაითვალისწინეთ,რომ ეს დღე მალე თქვენთვის გახდება კითხვების დაუფლების დრო და თქვენ იპოვით პასუხს დასმულ კითხვებზე.. 

მერწყული
შეეცადეთ არ მიიტანოთ გულთან ახლოს უფროსობის მოსაზრებები და განწყობა. ყველაფერი რაც გვსურს არაა ასრულებადი, ამიტომ ნუ გაგანერვიულებთ ეს ფაქტი. თუ შეძლებთ გაავლოთ ხაზი რეალობასა და ფანტაზიებს შორის, მაშინ მოსალოდნელია რომ თქვენი გეგმები სრულ უსაფრთხოებაში იქნება. მაგრამ თუკი აირჩევთ იხელმძღვანელოთ, მხოლოდ ოცნებებით და იმედებებით, მაშინ დიდია ალბათობა, რომ თქვენ მოგელით იმედგაცრუება.

თევზები
საკუთარი ფინანსების განკარგვა, მხოლოდ თქვენი პრეროგატივაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში ჩარევის უფლებას ნაკლებად მისცემთ ვინმეს. მატერიალურ ნიადაგზე წარმოქმნილი გაღიზიანება, თქვენს შრომისუნარიანობაზეც უარყოფითად აისახება. უმჯობესია ნეგატიური შედეგების თავიდან ასაცილებლად, თავს სახიფათო ექპერიმენტების ჩატარების უფლება ნაკლებად მისცეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები