0 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი მოერიდეთ უსიამოვნებებს საყვარელ ადამიანთან. უმნიშვნელო კრიტიკამაც კი შეიძლება ურთიერთობის დაძაბვა და გაწყვეტა გამოიწვიოს. კურო მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საერთო საქმეების წამოწყებას; ფულის დაბანდებას. დღე საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. ეცადეთ ახლობლებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ტყუპი კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და ურთიერთობების დასარეგულირებლად. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა და თუ დარწმუნებული ხართ საკუთარ სიმართლეში, უკან არ დაიხიოთ. კირჩხიბი რაც უფრო ყურადღებიანი და მოსიყვარულე იქნებით საყვარელი ადამიანის მიმართ, მით უკეთესი. ეცადეთ არ დატოვოთ იგი დიდი ხნით მარტო და შეუსრულოთ სურვილები. ლომი დროა ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და გარშემო მყოფების მართვას შეუდგეთ. გადაუნაწილეთ მათ საკუთარი საქმეები. თავად კი ხშირად დაისვენეთ, მაგრამ აკონტროლეთ საქმის ვითარებაც და ადამიანებიც. ქალწული ზედმეტად გაღიზიანებული ხართ და მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ და თქვენ მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. რათა თავი დაიცვათ კონფლიქტისა და ურთიერთობის გაფუჭებისგან. სასწორი რაც მეტად დაკავდებით სამსახურის საქმეებით, მით ნაკლები დრო დაგრჩებათ საყვარელი ადამიანის ნერვების მოსაშლელად. აგრეთვე კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის. მორიელი ჩაერთეთ კოლექტიურ საქმიანობაში; დაეხმარეთ გარშემო მყოფებს რჩევითა და საქმით. საბედისწერო შეხვედრა გელით, დღეს გაცნობილი ადამიანი შეიძლება თქვნი სასიყვარულო პარტნიორი გახდეს. მშვილდოსანი კარგი დღეა მეგობრებისა და ახლობლებისთვის საჩუქრების შესარჩევად. მათთვის ისეთი ნივთები შეარჩიეთ, რომლებზეც ისინი ოცნებობდნენ. თხის რქა მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტისა და კრიტიკისაგან. გახსოვდეთ, ”დუმილი ოქროა”. ნუ გაიფუჭებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას თქვენი ”მწარე ენის” გამო. მერწყული დღეს უამრავი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება მოგიწევთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გარშემო მყოფებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ. თევზები დროა საკუთარი იდეები და გეგმები გარშემო მყოფებს, თანამოაზრეებს გაუზიაროთ და მათ განხორციელებაზე დაიწყოთ ზრუნვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები