0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ლიონელ მესი - "ეს უფრო მეტია, ვიდრე ბავშობაში ვოცნებობდი"

გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში FIFA-ს გალა დაჯილდოება გაიმართა.  2015 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.

"აქ დაბრუნდე და კიდევ ერთი ოქროს ბურთი მოიგო, მას შემდეგ, რაც ზედიზედ 2 წელი კრიშტიანო რონალდოს ბენეფისს ვუყურებდი - განსაკუთრებული მომენტია. დაუჯერებელია, რომ ჩემთვის ეს მეხუთე ოქროს ბურთია, ეს უფრო მეტია, ვიდრე ბავშობაში ვოცნებობდი. მადლობა ფეხბურთს ამ შესაძლებლობისთვის", - განაცხადა მესიმ.

არგენტინელ ფეხბურთელს აქამდე ოქროს ბურთი 2009,2010, 2011 და 2012 წლებში ჰქონდა მოგებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები