1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

მეტრო სადგურ "ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებს შორის ჩავარადა

მეტრო სადგურ "ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ  "ინტერპრესნიუსსი"  ავრცელებს . როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი , თამაზ რობაქიძე აცხადებს , ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებს შორის მაშინ ჩავარდა, როდესაც მატარებელი ბაქანში შედიოდა. 
"ძაბვის გათიშვა დროულად მოხერხდა. გოგონას დაზიანებები მიღებული არ აქვს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც კი არ გახდა საჭირო", - აღნიშნა თამაზ რობაქიძემ.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო მეტროს მუშაობა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები