0 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

გაეცანი1930 წლიდან დღემდე დაწერილ fifa world cup-ის ისტორიას

ჩამოტვირთვა

ძნელია ისეთი პოპულარული თამაშის მოძებნა,როგორიცაა ფეხბურთი. თანამედროვე ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა.თუ უძველეს წარსულს გადავხედავთ,სათავეებს,უფრო შორსაც აღმოვაჩენთ.ეგვიპტელი ფარაონების სამარხებში,რომლებიც მეორე-მესამე ათასწლეულებით თარიღდება,ბურთებია ნაპოვნი. საბერძნეთში მას-ეპისკიროსი,რომში-გარპას ტუპი,ხოლო იაპონიაში-კემარი ერქვა.ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა და თუ ქალაქების,სადაც ფეხბურთს თამაშობდნენ.ოფიციალური ვერსიით ფეხბურთი ინგლისში მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა.თუმცა,მაშინ ეს თამაში ქაოტური და მოუწესრიგებელი იყო.ყოველი შეხვედრა ჩხუბითა და აყალ-მაყალით მთავრდებოდა. თავდაპირველად,ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ჩამოყალიბდა.1863 წელს კი, ვინმე ფრანგმა ფეხბურთის წესები ჩამოაყალიბა. ინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული. პირველი საერთაშორისო ტურნირი 1884 წელს ჩატარდა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის საშინაო ჩემპიონატი ეწოდა.ფეხბურთის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა XIX საუკუნის მიწურულს და სპორტის ეს სახეობა შეტანილ იქნა 1900 და 1904 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა გამარჯვებულებზე მედლები არ გაიცემოდა. 1904 წლის 21 მაისს ფრანგების ინიციატივით,პარიზში გადაწყდა დაეარსებინათ საფეხბურთო ასოციაციის საერთაშორისო ფედერაცია,დღეს უკვე ფიფა,რომლის პირველი პრეზიდენტი,ფრანგი რობერ გერენი გახდა. ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი – ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან მოყოლებული 4-წლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში გაიტანა ფრანგმა ლუსიენ ლორანმა. ჩემპიონატში საკვალიფიკაციო რაუნდები სამ წელზე მეტ ხანს მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი ურუგვაია. ამჟამინდელი ლიდერია ბრაზილია – გაიმარჯვა რა ხუთ ტურნირში, მას მოჰყვება იტალია ოთხი გამარჯვებით, შემდეგ გერმანია სამი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვეს ურუგვაიმ და არგენტინამ, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებებს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახ. 715.1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზორით. მალე ემანსიპირებული ქალბატონებიც დაინტერესდნენ ამ სპორტით და ქალთა გუნდების შექმნა დაიწყეს.საქმე იქამდე მივიდა,რომ 1921 წელს ინგლისში ქალთა ფეხბურთი აიკრძალა.ამან ვერ შეაჩერა ჯიუტი ქალბატონები და დედოფლის მხარდაჭერით ეს აკრძალვა მალევე მოხსნეს.დღეს უკვე ქალთა ფეხბურთი უკვე ოლიმპიურ თამაშებშიც არის შეტანილი. 1991 წელს, ჩინეთში ჩატარდა ქალთა პირველი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი. პირველი ჩემპიონატის საგზურისათვის 49 გუნდი იბრძოდა, 2007 წლისათვის მათი რიცხვი 120-მდე იყო გაზრდილი. ქალთა ფეხბურთის დებიუტი ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წელს შედგა. ჯამში მსოფლიო ჩემპიონატებში 76 ქვეყნის ნაკრებს აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან რვა გახდა ჩემპიონი. ხუთი გამარჯვებით ბრაზილია ყველაზე ტიტულოვანი გუნდია და, ამასთანავე, ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონატის ყველა გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა . რაც შეეხება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, მან უკვე აიღო სტარტი და ერთ თვეში გადაწყდება თუ რომელი ქვეყანა გახდება ფეხბურთის ახალი მსოფლიო ჩემპიონი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები