2 0 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს თასმა სტარტი აიღო-ვინ გაემგზავრება მსოფლიოს ჩემპიონატზე ბუდაპეშტში?

ჩამოტვირთვა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ეკიპირება გადასცა და გზა დაულოცა ევროპის ჩემპიონატისკენ. მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები მაკედონიაში ხვალ გამთენიისას გაემგზავრება. ამასთანავე დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასმა, რომლის გამარჯვებული უძლიერესი ფალავნებიც სექტემბერში ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან ბუდაპეშტში. ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა საქართველოს თასის გამარჯვებული მოჭიდავეებით დაკომპლექტდება. მანამდე კი საქართველოს მოჭიდავეთა ახალგაზრდულ ნაკრებს გზა დავულოცოთ და წარმატება ვუსურვოთ ევროპის ჩემპიონატზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები