1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ლადო ვარძელაშვილმაც მიიღო

ჩამოტვირთვა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამტრედიელ ახალგაზრდებთან ერთად, ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობას მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადგილე, დავით ნამგალაურიც, იღებდნენ. 2 მატჩიდან ერთში სპორტის სამინისტრომ გაიმარჯვა, ხოლო მეორეში მეტოქეს სამტრედიელებმა სძლიეს. საბოლოო ანგარიში, ფრედ 1:1 დასრულდა. მოყვარული ფეხბურთელები თამაშით კმაყოფილები დარჩნენ, ლადო ვარძელაშვილის მეტოქეობა მათთვის დამატებითი სტიმული იყო. როგორც სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი ტურნირები მომავალშიც გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები