1 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ლორია უცხოურ კლუბში - შეფასებები და პერსპექტივები

ჩამოტვირთვა

გიორგი ლორიათი შესაძლებელია მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ დაინტერესდნენ. ამის შესახებ ცნობილი ესპანური გამოცემა წერს. როგორც "დეფენსასენტრალი" იუწყება, ქართველი მეკარის შეძენით მადრიდის გუნდი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულს დაინტერესდა, როდესაც კლუბიდან სათადარიგო მეკარის, ანტონიო ადანის, შესაძლო წასვლაზე იყო საუბარი. თავად გიორგი ლორიას ცნობილი გუნდებიდან ჯერჯერობით არანაირი შეთავაზება არ მიუღია, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია მისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა. ესპანურ გამოცემაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ რეალისა და ბარსელონასთვის ქართველი მეკარე საუკეთესო არჩევანი იქნება. ესპანეთის ცნობილ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატია საქართველოში უკვე შეაფასეს. ქართველი სპორტული მიმომხილველები ამბობენ, რომ ერთი თამაშით, პრესტიჟული გუნდები, ლორიას ტრანსფერისგან თავს შეიკავებენ და ქართველ მეკარეს რეალი და ბარსელონა შემდეგ თამაშებშიც დააკვირდება. სპორტული მიმომხილველები ლორიას რეალში და ბარსელონაში გადასვლას პრაქტილულად გამირიცხავენ, თუმცა ამბობენ, რომ შედარებით ნაკლები გუნდები საქართველო-ესპანეთის თამაშის შემდეგ მართლაც დაინტერესდნენ და მალე ქართველი მეკარე დინამოს ნაცვლად სხვა გუნდშიც ვიხილოთ. დინამოს საწვრეთველი ბაზის პრესატაშე ამბობს, რომ გიორგი ლორიას ჯერჯერობით ცნობილი გუნდებიდან შეთავაზება არ ჰქონია, თუმცა მომავალში არაფერს გამორიცხავს. შედგება თუ არა გიორგი ლორიას ტრასფერი უმაღლესი დონის გუნდებში ეს მომავლის საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ ესპანეთთან შეხვედრისას მაღალი დონის თამაში აჩვენა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები