1 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაამარცხა

ჩამოტვირთვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შეხვედრა სტუმრად ლატვიაში გამართა და ანგარიშით 73:70 გაიმარჯვა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შესარჩევი ციკლის D ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში თამაში არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი მეოთხედი 7:13 დათმო. სამაგიეროდ ქართველი კალათბურთელები ბრწყინვალედ მეორე მეოთხედში გაისარჯნენ. შეხვედრის ბედი მაინც ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი, ორივე გუნდის შემადგენლობაში, მანუჩარ მარკოიშვილი და ზაზა ფაჩულია იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები