1 7 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველმა კალათბურთელებმა ბოსნიას 96:95 სძლიეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეორე გამარჯვება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე - ქართველმა კალათბურთელებმა ჯგუფის მთავარი ფავორიტი, ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები 96:95 დაამარცხეს. პირველ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ბოსნიას 28:9 მოუგო. გადამწყვეტი კი ბოლო ათწუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა, რომელშიც ბოსნიელებმა 23:19 გაიმარჯვეს. ბოსნიაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 7 მოხსნაა. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პულენი იყო, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. სანიკიძემ 19, მარკოიშვილმა 17, შენგელიამ და ცინცაძემ კი 12-12 ქულა მოაგროვეს. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ეტაპის დე ჯგუფში ერთადერთ დაუმარცხებელ ნაკრებად რჩება. იგორ კოკოშკოვის გუნდს ზედიზედ ორი მოგება აქვს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში ლატვიის წინააღმდეგ 24 აგვისტოს ჩაატარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები