0 5 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ჯომარდობის ეროვნული ჩემპიონატი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვისაც ჩატარდება

ჩამოტვირთვა

პირველად საქართველოში, ჯომარდობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამ ინოვაციის ინიციატორია საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია. სპეციალურად ამ ტურნირისთვის, უკვე შეიქმნა საჯომარდო ნავები, რომელშიც ყველა პირობაა შექმნილი, რათა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებმა სრულფასოვნად შეძლონ ჯომარდობა. ჯომარდობაში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი მიმდინარე წლის 23–24 ივნისს ბორჯომში, მდინარე მტკვარზე, ჩატარდება. მოყვარულთა (ბ) ლიგის შეჯიბრი ჩატარდება 3 დისცისპლინაში: სპრინტი, სლალომი, პირისპირ დაშვება, ხოლო (ა) ლიგის შეჯიბრი 4 დისციპლინაში, წინა სამ დისციპლინას დაემატება დაშვება გრძელ დისტანციაზე. მოყვარულთა, ანუ (ბ) ლიგის გუნდების რაოდენობაა 32, (ა) ლიგაში გამოვა ექვსი გუნდი. (ა) ლიგის ტურნირში მეშვიდე გუნდად კონკურსგარეშე იასპარეზებს თურქეთის ეროვნული ნაკრები. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, ჯომარდობის ეროვნული ფედერაცია მასმედიის ტურნირის ჩატარებას გეგმავს, რომელიც, სავარაუდოდ, ივლისის პირველ რიცხვებში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები