1 6 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი ძიუდოისტების წარმატება

ჩამოტვირთვა

ვარლამ ლიპარტელიანის წარმატებული გამოსვლა რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა სპორტსმენმა კონტინენტის პირველობაზე გადამწყვეტი ორთაბრძოლა რუს ძიუდოისტს მოუგო. ლიპარტელიანმა გრიგორი სულიმინს სძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ფინალამდე ესპნელი, ბრიტანელი, აზერბაიჯანელი და ფრანგი ძიუდოისტები დაამარცხა. მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან ჟორჟოლიანმა. ჩელიაბინსკში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სულ 4 მედალი მოიგო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები