0 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

16 წლის თორნიკე თაბუკაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

ჩამოტვირთვა

16 წლის თორნიკე უკვე ევროპის ჩემპიონია; უკვე ათი წელია ტაილანდურ კრივში ვარჯიშობს. როგორც ამბობს, ამ პირველ წარმატებას სულმოუთქმელად ელოდა, ბედნიერია, რომ ეს დღეც დადგა და დღეს ევროპის ჩემპიონის საპატიო ტიტულს ატარებს. 16–22 აპრილს თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ ტაილანდური კრივის ევროპის ჩემპიონატში საქართველოდან ორი ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრებიდან წარუმატებელი არც მეორე მონაწილე – ცოტნე სულთანაშვილი დაბრუნებულა. მას ბრინჯაოს მედალი ერგო. როგორც ცნობილია, ევრპის ჩემპიონატი ტაილანდურ კრივში 18 წლამდელ ახალგაზრდებს შორის პირველად ჩატარდა. კრივისა და კიკ–ბოქსინგის ფედერაციის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ეს წარმატება დიდი სტიმული იქნება -კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად. საქართველოს ტაილანდური კრივის ნაკრების წევრებს ივნისში მსოფლიო თასის ეტაპი ელით, სექტემბერში კი სანკტ პეტერბურგში - მსოფლიო ჩემპიონატი; იმედია, ქართველ გულშემატკივარს ახალგაზრდა სპორტსმენები ამ გრანდიოზული შერკინების შემდეგაც გაახარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები