2 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

საქართველოს მკლავჭიდში 17 ახალი ჩემპიონი ყავს

ჩამოტვირთვა

საქართველოს მკლავჭიდში 17 ახალი ჩემპიონი ჰყავს. „ივენთ ჰოლში“ გამართული დიდი შეჯიბრი დღეს, თითქმის, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაწილეებს ერთმანეთის დამარცხება უჭირდათ, რამდენადაც, უკლებლივ ყველა, ძალიან კარგად მომზადებული აღმოჩნდა. ჩემპიონები მემარცხენეებსა და მემარჯვენეებში სულ 17 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. უახლოეს მომავალში, ეროვნული ნაკრები დღეს გამოვლენილი ჩემპიონებით დაკომპლექტდება, შემდეგ კი ნაკრები 13–20 მაისს, პოლონეთში, ევროპის ჩემპიონატზე, გაემგზავრება. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, მკლავჭიდის ფედერაციის წარმომადგენლები და სპორტსმენები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ნაკრები ევროპაშიც წარმატებულად იასპარეზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები