1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

აზერბაიჯანი და საქართველო 2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ

ჩამოტვირთვა

საქართველოსა და აზერბაიჯანში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გამართვასთან დაკავშირებული დეტალები 21 მარტს სტამბულში, უეფას კონგრესზე გაირკვევა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უეფას კონგრესზე გადაწყდება ზუსტი თარიღი, თუ როდის უნდა წარადგინონ ქვეყნებმა თავიანთი კანდიდატურები. მხარეები ამ პერიოდის განმავლობაში მოემზადებიან და საქართველო და აზერბაიჯანი წარადგენენ თავიანთ განაცხადს და შემდეგ უკვე მათ გარკვეული პერიოდი მიეცემათ სამუშაოდ. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო 2020 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები