1 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველმა ძიუდოისტებმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს

ჩამოტვირთვა

ექვსი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო – ასეთი ფანტასტიკური შედეგით დაასრულეს ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის მსოფლიო თასი. შვიდი წონითი კატეგორიიდან ექვსში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე საქართველოს ნაკრების წევრები ავიდნენ, ოთხ წონაში კი ქართული ფინალი გაიმართა. პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობა 44 ქვეყნის ნაკრების წევრებმა მიიღეს. ყვალაზე მრავალრიცხოვანი 28–კაციანი შემადგენლობით წესისამებრ მასპინძლები გამოვიდნენ, მათგან 15–მა მედალი დაიმსახურა. დღეს გამარჯვებულ ქართველებს წარმატებულ ასპარეზობას სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად გულშემატკივრებიც ულოცავდნენ. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს განახლებულ რეიტინგს ორიოდ დღეში გამოაქვეყნებს და მასში თბილისური ტურნირის შედეგებიც იქნება გათვალისწინებული. მომდევნო საერთაშორისო ტურნირს მომავალ უქმეებზე პარიზი უმასპინძლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები