1 4 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასწრაფოს ექიმებმა 18 წლის გოგო სახლში ამშობიარეს


თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა 18 წლის გოგო სახლში ამშობიარეს. როგორც ცენტრში ამბობენ, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ.

გამოძახება ცენტრში გამთენიისას, 04.37 წუთზე შევიდა. ზუსტად 5 წუთში ბრიგადა 1711 უკვე მისამართზე იყო მისული.

"როგორც კი გადმოვედით მანქანიდან, ოჯახის შეშინებული წევრები და მეზობლები დავინახეთ - ვერავინ ბედავდა, გოგონას ახლოს მიკარებოდა. ის კი შემოსასვლელში, იატაკზე იწვა და თან მშობიარობა უკვე დაწყებული იყო. თვითონაც შეშინებული გვიყურებდა - ის პირველად მშობიარობდა, თან, ასეთ პირობებში და, ბუნებრივია, სტრესიც ძლიერი იყო. მყისიერად დავიწყეთ მოქმედება. ამ დროს ოჯახის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა. ისიც დავამშვიდეთ . მოკლედ, ყველანი ძალიან დაბნეულები იყვნენ და ჩვენ შემოგვცქეროდნენ. ბრიგადის მეორე ექიმი, დემურ ბლუიშვილი მეან-გინეკოლოგია სპეციალობით. მოკლედ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. დემური შემდეგ ხუმრობდა, ზუსტად საჩემო მისამართზე ვიყავიო. მე კი ახლაც ეიფორიაში ვარ. საოცარი განცდაა, როცა ახალი სიცოცხლის დაბადებაში იღებ მონაწილეობას“, - იხსენებს უფროსი ექიმი ნინო გელბახიანი. 

"მშობიარობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა. პატარა გოგონაც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. წონით, დაახლოებით, 3,100 გრამი იქნებოდა. ჩვილს იქვე ჩავუტარეთ ყველა საჭირო მანიპულაცია და დედა-შვილი სამშობიაროში გადავიყვანეთ. ბუნებრივია, ძალიან ივაჟკაცა ჩვენმა მძღოლმა - ვასილ ციკოლაშვილმა, რომელმაც რამდენიმე წუთში მიგვიყვანა დანიშნულების ადგილას“, - თქვა სასწრაფოს ექიმმა დემურ ბლუიშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები