1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სპირტით დატვირთულ ტრაილერს ზეთით დატვირთული ტრაილერი შეეჯახა - ალმოდებული ავტომანქანები კასპთან

კასპთან ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი ტრაილერი ერთმანეთს დაეჯახა, რასაც აალება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, გაჩერებულ ტრაილერს, რომელიც სპირტით იყო დატვირთული, შეეჯახა ავტომობილების ნაწილებით, მათ შორის ზეთით დატვირთული ტრაილერი, რასაც მყისიერი აალება მოჰყვა. 

მომხდარის გამო ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და ავტომობილები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

http://www.interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები