0 9 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა სავალდებულო ხდება

გაყინული ფრინველის ხორცის შეფუთვა სავალდებულო ხდება, - ამის შესახებ შესაბამისი ცვლილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქათველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

  “საცალო ვაჭრობაში ( გარდა სადისრიბუციო ტერმინალების, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საწარმოებში არსებული სასადილეობის, ორგანიზაციებში არსებული კვების ობიექტების, რესტორნებისა და  სურსათთან დაკავშირებული მსგავსი სამსახურები გამწევი ობიექტების) განთავსებული გაყინული ფრინველის ერთი შეფუთვა უნდა მოიცავდეს ფრინველის ტანხორცს ან ერთი სახეობის ფრინველის, მაქსიმუმ, ერთი ტანხორცის შესაბამის ნაწილებს. შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს ეტიკეტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

  დადგენილება, როგორც ცნობილია მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები