1 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,საპროტესტო მუხტი გაგრძელდება"- ბექა წიქარიშვილი

"თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, რომ "საპროტესტო მუხტი გაგრძელდება", ამასთან ისინი ამ დრომდე ელოდებიან დაპირებულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, სადაც ნარკოპოლიტიკაზე უნდა იყოს საუბარი.

„კლუბები დაკეტილია, კლუბების დარბევის მიზანი კვლავაც გაურკვეველია, კითხვის ნიშანი კვლავაც არსებობს, მანამდე პერიოდის კითხვის ნიშნები, ვგულისხმობ ნივთიერების საკითხს, რომლითაც ადამიანები დაიღუპნენ. 

მოკლედ შს სამინისტროსთან ჩვენ შეხვედრასაც ველოდებით, მანამდე ჩვენი კითხვები კიდევ უფრო ჩამოყალიბდება. პროტესტი რა თქმა უნდა შენარჩუნებადია და შევინარჩუნებთ. გვექნება კიდევ ერთი შეკრება გუნდის წევრებს, დავილაპარაკებთ საბოლოო გეგმის ნაწილზე,“-განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები