2 0 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ იქნებით ზედმეტად ორიგინალური. საკუთარი აზრი ისე გამოთქვით, რომ გარშემო მყოფებს არ აწყენინოთ. კარგი დღეა გასაუბრებისა და შეთანხმებებისთვის. 

კურო
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან, კამათს. კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად, კონსულტაციებისთვის, მათ შორის სამედიცინო. 

ტყუპი
ნებისმიერი სირთულის დავალებას მარტივად გაართმევთ თავს. კარგი დღე ელით პედაგოგებს, შუამავლებს, ლიტერატორებსა და ჟურნალისტებს. პოზიტიურად განვითარდება რომანტიკული ურთიერთობა. 

კირჩხიბი
იყავით ზრდილობიანი გარშემო მყოფებისადმი. ადვილად მოიპოვებთ საჭირო ინფორმაციებს. კარგი დღეა ინტელექტუალური და კვლევითი საქმიანობისთვის. 

ლომი
გათავისუფლდებით სირთულეებისგან და დაიწყებთ ახალ ცხოვრებას. დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. 

ქალწული

საშუალება მოგეცემათ ან დაწინაურდეთ, ან გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. კარგი დღეა საყიდლებისთვი (პარფიუმერია, საჩუქრები).

სასწორი

უსიამოვნებების დასავიწყებლად გადაერთეთ პოზიტიურ, შემოქმედებით საქმიანობაზე. ზოგიერთი უცხო ენის შესწავლას, იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. 

მორიელი
ახალი საქმეების დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ პროფესიონალებთან. საყვარელი ადამიანისა და ერთგული მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. 

მშვილდოსანი
წარმატებას მიაღწევთ, თუ თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს წვეულებას დაესწარით. 

თხის რქა 
ცვლილებების დღეა. მუდამ იდეალური ვერ იქნებით, ზოგჯერ შეცდომებიც უნდა დაუშვათ. ზოგიერთი აღადგენს ურთიერთობას ძველ, გაბუტულ პარტნიორთან. 

მერწყული
სამსახურის საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ სიყვარულისთვისაც დაგრჩეთ დრო. ზოგიერთს უცხოელთან ელის რომანის დაწყება. დაგეგმეთ მოგზაურობა, შვებულება. 

თევზები
უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. იყავით კანონმორჩილი. ყური დაუგდეთ მშობლების, საყვარელი ადამიანის რჩევებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები