1 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მომიბრუნდა, “პი********ს რ2 “დრონით” იღებდით და ჩვენთან რატომ არ იყენებთო..” – რა შეემთხვათ რ2-ის ჟურნალსტსა და ოპერატორის აქციაზე

ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 " ბიჭი მიდიოდა თავისთვის ტურისტი ყვითელი ფერის თმით. პოლიციელი ყველასთვის შეუმჩნევლად უკან გაჰყვა. ვიდრე პირველ სკოლამდე არ მივიდა, ისე რომ თვითონ ტურისტს არ შეუმჩნევია, უკან მიყვებოდა. 

კამერები ჩვენც მოვამზადეთ ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა თუ რაიმე მოხდებოდა და ამ ბიჭს ე.წ. მარშელები გაეკიდებოდნენ გადაგვეღო.

უცებ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ყველა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისკენ გავიქეცით. ბრბო ორ განსხვავებულ თმის ფერიან ქალს დაედევნა. წითელი თმები ჰქონდათ. ადგილობრივები იყვნენ, გამვლელები უბრალოდ. აგინებდნენ, ლანძღავდნენ, წყევლიდნენ, იცით რატომ წითლად ჰქონდათ თმები შეღებილი და იქ შეკრებილი კაცები და ქალები ყვიროდნენ “ქართველობას” გვართმევენო.

ჟურნალისტები ერთად შევჯგუფდით. დაახლოებით 10 კაციანი ჯგუფი ჩართული ტელეფონებით და კამერებით ჩემს კოლეგა ლიკა ალელიშვილს, პირველი არხიდან, პირდაპირი მნიშვნელობით თავს დაესხა – საზოგადეობრივი მაუწყებელი ხარ და ჩქარა გადაგვიღეო. 
მერე ვიღაც ქალი მე მომიბრუნდა “პიდარასტებს რუსთავი2 “დრონით” იღებდით და ჩვენთან დრონს რატომ არ იყენებთო” დრონით გაშუქება გვინდაო 

პ.ს. ამ საგიჟეთს ერთი დაძაბული მაგრამ გასართობი დეტალიც ჰქონდა. ყვიროდნენ არცერთი პიდარასტი აქ არ დავინახოთო. დავით ხურციძე იგივე კორიფე დათო ხურციძე ( რუსთავი2 – ის ოპერატორი) , რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა აქციაზე და ჩვეულებრივი მასხარაა მთელი ხმით დამიყვირა – ჯიპა მე წავედი აბა სამსახურში,ასე ამბობენ პიდარასტები წადით მე აქ რა მინდაო. ძლივს დავარწმუნეთ “ქართველობის” დამცველები რომ კორიფე ხუმრობდა და მასხარაა 

მსგავსი ამბები გუშინ ხდებოდა პარლამენტის წინ. კალენდარზე 2018 წელია. ფოტოზე ის წითელთმიანი ქალები არიან"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები