0 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"თანამშრომელი შემომივარდა გიჟივით, ხორცის საკეპ მანქანაში ქართველი ბიჭი ჩავარდა და ორგანოებს ვეღარ იღებენო..."

ისრაელში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. გარდაცვლილი 30-წლამდე მამაკაცია.

ისრაელში მცხოვრები ქართველები ჰყვებიან, რომ საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ებრაელი თანამშრომლისგან და ადგილობრივი მედიისგან მიიღეს. ცნობილია, რომ მამაკაცი სამსახურში ყოფნის დროს, ხორცის საკეპ მანქანაში შემთხვევით ჩავარდა.

"ამ წამს ჩემი ებრაელი თანამშრომელი შემომივარდა გიჟივით და მეუბნება რო გვერდით ქუჩაზე ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა ჩემხელა ქართველი ბიჭი და ორგანოებს ვეღარ იღებენ აპარატიდან...... ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ!!! უპატრონო ერი!!!" -წერს ერეკლე ნაქუდაიძე.

საქართველოს მოქალაქის ცნობით, პოლიციამ აღნიშნული ქარხანა უკვე დალუქა. ადგილობრივი მედია კი უბედური შემთხვევის შესახებ იტყობინება თუმცა დეტალები, მათ შორის გარდაცვლილის ვინაობა არ საჯაროვდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები