1 7 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კახი კალაძის ხოტბა მიხელ სააკაშვილს და ერთობლივი, უკომენტარო ფოტო

   ის, რომ თბილისის მერს, კახი კალაძეს მიხეილ სააკაშვილთან  წლების წინ კარგი ურთიერთობა აკავშირებდა, არა მხოლოდ ეს ფოტო, არამედ უამრავი ვიდეოკომენტარი თუ უბრალოდ ,  2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოსული ბუკლეტი მოწმობს, რომელშიც კალაძე ყოფილ პრეზიდენტს ასე აფასებდა :

„პრეზიდენტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი ხალხის საკეთილდღეოდაა გადადგმული. მიხეილ სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც ვერავინ ვერ დაამარცხებს, ვერ მოერევა.

აღარ მინდა გავიხსენო ვარდების რევოლუციამდელი ჩვენი ცხოვრება. ყაჩაღობები, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება, რომელიც, როგორც იცით, ჩემმა ოჯახმაც იწვნია. ის წლები ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო და ჩვენი ქვეყანა დაღუპვისკენ მიდიოდა.

ბოლო ოთხი წელიწადია, რაც საქართველო ვითარდება და შენდება. არა მგონია, რომ რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში მომხდარიყო ასეთი რადიკალური სასიკეთო ცვლილებები, როგორიც საქართველოში მოხდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში."

გთავაზობთ ასევე, კახი კალაძის ვიდეოკომენტარს ინგა გრიგოლიას გადაცემიდან 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები