0 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შთაბეჭდილებებისა და რომანტიკის დღეა. მოულოდნელი შეხვედრა გელით მგზავრობისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

კურო
ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობასა და გარეგნობაში. გადახედეთ პარფიუმერიასა და კოსმეტიკას, იქნებ ისინი განახლებას საჭიროებენ. საჩუქრების ყიდვისას ნუ აჩქარდებით. 

ტყუპი

იცით რა გსურთ და იბრძვით სასურველის მისაღწევად. უნდა გაგახაროთ, კონკურენტებს მარტივად დაამარცხებთ. გქონდეთ სათადარიგო ვარიანტები. მათ შორის, სასიყვარულო სფეროშიც. 

კირჩხიბი
იყავით მსუბუქი ურთიერთობაში, გააუმჯობესეთ კონტაქტები. ნუ გახდებით საკუთარი ფანტაზიების მსხვერპლი. სერიოზულად ნუ მიიღებთ ჭორებს. 

ლომი
გაამჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. გადაუმოწმებლად ნუ ენდობით გარშემო მყოფების აზრს. საღამოს ნუ გამოაკლდებით წვეულებას, კლუბებს. 

ქალწული
რომანტიკული თავგადასავლების დღეა. ვალდებულებების პარალელურად გართობასაც შეძლებთ. იყავით გულწრფელი მეუღლის მიმართ. 

სასწორი
ინტელექტუალური მუშაობა დაკვირვებას მოითხოვს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეიძლება მონათესავე სულს მიაგნოთ. 

მორიელი
ნუ გადავარდებით ილუზიებში და ნურც სხვათა გავლენის ქვეშ მოექცევით. შეიძლება ვიღაცამ განზრახ მოინდომოს თქვენთვის ჭკუის არევა. 

მშვილდოსანი
იყავით მეტად დიპლომატიური და რომანტიკული. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ვნების ბურუსში გაგხვევთ. ეცადეთ, დაიმსახუროთ პარტნიორის თქვენდამი კეთილგანწყობა. 

თხის რქა 
დღეს სამსახურსა და პრაქტიკულობას ცოტა უნდა გადაუხვიოთ; დატკბეთ სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრით, რომანტიკით. მანდილოსნებს უარს ვერაფერზე ეტყვით. 

მერწყული
სიტუაცია თქვენს სასიკეთოდ ლაგდება. გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა, შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. საღამოს მოაწყვეთ დღესასწაული, წვეულება. 

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. ეცადეთ, ილუზიებში არ გადავარდეთ და არჩევანში არ მოტყუვდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები