1 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მშვიდად გაატარეთ ეს დღე. ზედმეტი გადატვირთვის (გონებრივი და ფიზიკური) გარეშე. მუშაობისას ნუ იქნებით შედეგზე ორიენტირებული, დატკბით პროცესით. მიიღეთ ვიტამინები. 

კურო
შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები, გემოვნება, ჩვეულებები. იყავით მეტად კომუნიკაბელური, აქტიური. ნუ ჩაიციკლებით წარსულზე. 

ტყუპი
დღეს საკუთარ თავს უარი არ უთხრათ გემრიელ საკვებზე, ძილსა და მოსვენებაზე. მოერიდეთ ხმაურიან და აგრესიულ გასართობებს. 

კირჩხიბი
დროა, მოაწესრიგოთ დაძაბული ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. საღამოს თუ სტუმრად დაგპატიჟეს, უარი არ თქვათ. და არც ხელცარიელი მიხვიდეთ. 

ლომი
საინტერესო დღე გელით, - დილით თანამოაზრეებთან შეხვედრა, საღამოს რომანტიკული პაემანი. იყავით გაწონასწორებული და ჰარმონიული საკუთარ თავთან. 

ქალწული
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია გარშემო მყოფებისთვის. გამონახეთ დრო მოგზაურობის, უცხოელ მეგობრებთან მიმოწერსა და რომანტიკისთვის. საღამო ფიზიკური და სულიერი ძალების აღდგენას დაუთმეთ. 

სასწორი
მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ნუ აიღებთ ვალებს, ნურც მატერიალურს და ნურც მორალურს. 

მორიელი
თქვენი მდგომარეობა თქვენს დიპლომატიურობაზეა დამოკიდებული. თავი აარიდეთ უსიამოვნებებს და კავშირი იქონიეთ სასიამოვნოსთან. საღამოს სიტუაცია დარეგულირდება. 

მშვილდოსანი
რეალურად შეაფასეთ მოვლენები და ბედისგან სიურპრიზებს ნუ ელით. უმნიშვნელო საქმეც კი ყურადღებით შეასრულეთ. მეტად დაისვენეთ და იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. 

თხის რქა 
მოერიდეთ აგრესიულ ხალხს, სიტუაციებს, მეტად დაისვენეთ, თუმცა, ასკეტიზმს არ მიმართოთ და ნურც სიამოვნებაზე ეტყვით საკუთარ თავს უარს. 

მერწყული
ცვლილებების დღეა და ეცადეთ სწორად დაგეგმოთ, გათვალოთ მოვლენები. საღამო კომფორტულ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოში გაატარეთ. 

თევზები
დაივიწყეთ უსიამოვნებები და პოზიტიურად განეწყვეთ. საინტერესო ადამიანებთან საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. გაანებივრეთ ახლობლები სიურპრიზებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები