1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გინება და კვერცხების სროლა ვაკის პარკში

ჩამოტვირთვა

ვალერი კვარაცხელიას ვაკის პარკში კვერცხები ესროლეს. დაპირისპირება სოციალისტური და კომუნისტური პარტიების წევრებსა და ანტისაოკუპაციო მოძრობა "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებს შორის მოხდა.

„რუსული და რუსული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ძალიან ღიად აგრესიულად იქცეოდნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენთან ერთად მყოფ გოგონებს, ქალბატონებს, რაზეც მქონდა საპასუხო რეაქცია,“- ამბობს „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი ნიკოლოზ შავყულაშვილი.

საზოგადოება ”სტალინის” თავმჯდომარე გრიშა ონიანი კი ამბობს, რომ ისინი მშვიდად გადაადგილდებოდნენ, როდესაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ვალერი კვარაცხელიას კვერცხი ესროლა.

„იქიდან ისინი მოდიოდნენ, ჩვენ ასე მოვდიოდით, დავინახეთ რომ კვერცხი გადმოვარდა და მოხვდა ვალერი კვარაცხელიას,“ - ამბობს გრიშა ონიანი.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ვალერი კვარაცხელიას, მათი ორგანიზაციის მხარდამჭერმა კვერცხი მას შემდეგ ესროლა, რაც კვარაცხელიამ ორგანიზაციის წევრი გოგონას მისამართით შეიგინა.

„ძალა ერთობაშიას“ დამფუძნებლის დავით ქაცარავას თქმით, როცა ანტიოკუპაციური განწყობის გამო ადამიანებს აგინებენ „ეს უკვე სიმპტომია.“

ინციდენტის გამო, პოლიციამ სულ სამი პირი, მათ შორის ვალერი კვარაცხელია დააკავა. ამ დროისთვის დაკავებულები ხელწერილით გათავისუფლდნენ, მათი სასამართლო ხვალ გაიმართება.

საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით არის აღძრული, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები