1 8 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პოლიციამ დაკარგული 15 წლის თიკო ნიკოლაძე იპოვა

დაკარგული 15 წლის თიკო (თინათინ) ნიკოლაძე პოლიციამ იპოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გოგონას ახლობლები ავრცელებენ.

შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობს.

ახლობლებმა დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მიმართეს და გოგონას პოვნაში დახმარება სთხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გოგონა ორი დღის წინ, დილით სკოლაში წავიდა, სადაც არ მისულა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები