1 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დღეიდან დედაქალაქის ქუჩებში ელექტროავტობუსი ივლის

ჩამოტვირთვა

დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

„ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან - EURABUS და ჩინურ კორპორაციასთან - ZTE Corporation ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს. ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.

ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ, 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები