1 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ხანძარი საკირეს ტყეში - ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეს ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი გუშინ საღამოს გაჩნდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

განადგურებულია დაახლოებით ნახევარ ჰექტარამდე ტყის ფართობი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები, ხანძრის ლოკალიზებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ვითარების სირთულისა და რთული რელიეფური მდგომარეობის გამო საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი ძალის გამოძახებაც.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები