1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვეფხია ბაქრაძე და თაკოს მეუღლე დაახლოებული პირები იყვნენ, ცდილობდნენ დედა-შვილი დაეკნინებინათ – მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა

მოკლული თაკო გამრეკელაშვილის მამა ზვიად გამრეკელაშვილი ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა, მისი შვილი მეუღლისგან მუდმივად ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. როგორც ზვიად გამრეკელაშვილი ამბობს, მის სიძეს ირაკლი აბულაძესმკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძესთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

“თაკო მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. თავის პრობლემებზე მელაპარაკებოდა, პირად პრობლემებზე. თაკო დიდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა მეუღლისგან, თუ ყოფილი მეუღლისგან.. როგორ დავარქვა არ ვიცი, რადგან ბოლო დროს ერთად არ ცხოვრობდნენ. ვეფხია ბაქრაძე და თაკოს ყოფილი ქმარი ძალიან დაახლოებული პირები იყვნენ, ისინი ერთ მიზანს ემსახურებოდნენ, რომ ვეფხიას დაეჩაგრა ჩემი შვილის დედა და ირაკლის – ჩემი შვილი. ცდილობდნენ დედა-შვილი დაეკნინებინათ. ამ თამაშს თამაშობდნენ. ირაკლის ყოველთვის ვაფრთხილებდი, შვილები გყავს გასაზრდელი და მეუღლეს სათანადო ყურადღება სჭირდებათქო. ჩემი შვილი ამ დრომდე იტანდა ამ ყველა უბედურებას, მის ხელში არ გაუხარია. ძალიან ბევრი რამე ვიცი, არ ვიცი გამოძიება ჩემთან რატომ არ თანამშრომლობს. ახლა ის ე.წ. სიძე რეკავს საბერძნეთიდან, იმუქრება და მეორე ბავშისკენ არის დამზერილი” – ამბობს ზვიად გამრეკელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები