1 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ მისცემთ ნეგატიურ ფიქრებს დღის გაფუჭების უფლებას. იყავით მეტად თავისუფალი და რომანტიკული. საღამოს არ გამოაკლდეთ მხიარულ და საინტერესო წვეულებას. 

კურო
დღის მეორე ნახევრისთვის გადადეთ ყველა მნიშვნელოვვანი საქმის განხორციელება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

ტყუპი
შანსი მოგეცემათ თავი მოიწონოთ ინტელექტუალური შესაძლებლობებით. იყავით მეგობრული და ღიმილიანი. მეტი სიყვარული გამოავლით საყვარელი ადამიანისადმი. 

კირჩხიბი
დილა დასვენებას, მუსიკის მოსმენას დაუთმეთ. ზოგიერთს მგზავრობა ელის. სასიამოვნო ცვლილებები გელით საღამოს. იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე. 

ლომი
მოიმატებს პოზიტიური განწყობა, გარშემო მყოფებში აიმაღლებთ ავტორიტეტს. საღამო სასიამოვნო გარემოცვაში გაატარეთ. დაუმეგობრდით შვილებს. 

ქალწული
იყავით გულახდილი საყვარელი ადამიანისადმი. უსაფუძვო ეჭვებს ნუ მისცემთ ურთიერთობის გაფუჭების უფლებას. ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმა. 

სასწორი
სიახლეებისა და ენერგიის მომტანი დღე გელით. ზოგიერთს საინტერესო ინტერნეტნაცნობობა ელის. ზოგიერთს - საინტერესო ადამიანთან საუბარი. 

მორიელი
გამოიძინეთ და დაისვენეთ. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ზოგიერთს საჩუქარი და შენაძენი ელის. დღეს ინტუიციურად ამოიცნობთ ტყუილს. 

მშვილდოსანი
დილა განმარტოებას, საკუთარ თავზე მუშაობას დაუთმეთ. საღამოს შეხვდით მეგობრებს. მოაგვარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. 

თხის რქა
 
სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ და ნუ ეცდებით სამყაროს თქვენებურად შეცვლას. საღამოს გაისეირნეთ, იოცნებეთ ან საინტერესო წიგნი წაიკითხეთ. 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ზოგიერთს ინტერნეტნაცნობობა ელის. მგზავრობისას საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. 

თევზები
იყავით რომანტიკული და მეგობრული. ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დაწყებული საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ტყუილს, ინტრიგებს, ილუზიებში გადავარდნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები