1 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება“ - ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი კოდუას საჯაროდ მიმართავს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ყოფილი ქმრის სოდ – ის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას პასუხისგებაში მიცემას გამოეხმაურა.

„იმედში ვინც მაშინ მუშაობდა, ყველამ იცის, როგორ გამოყავდა ერეკლე კოდუას თანამშრომლები შენობიდან და მისი პირადი მანქანითაც კი უშვებდა სახლში.
 შესაბამისად, ჟურნალისტებმა იციან სიმართლე.

რაც შეეხება ხალხს, მათმა დიდმა ნაწილმაც იცის უკვე, რომ ეს ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური დევნითაა დაკავებული. აბა, რაღა დროს კოდუაა. ის , ხომ მხოლოდ მიშასთან გადაღებულმა ფოტომ გაგახსენათ და სხვებივით რომ ეთანამშრომლა თქვენთან, იცხოვრებდა ქვეყანაში მშვიდად.

მოკლედ, საბას მამა, ისედაც ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ვიდრე თქვენ ხართ მთავრობაში და წერეთ და იკითხეთ ეგ თქვენი ბრალი. და ამ ყველაფრის პარალელურად გემს მიხედეთ, გემს.

ირაკლი, შენ ჩემზე კარგად იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება“- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს, სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები