0 4 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბათუმში საცხოვრებელი სახლები იწვის

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის. ხანძარი ყოფილი "ლეოგრანდის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერ-ჯერობით, უცნობია.  ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ერთი მეხანძრე-მაშველი დაშავდა, რომელიც ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სხვა დაშავებულები არ არიან.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი თავდაპირველად ერთ სახლს გაუჩნდა, ახლოსმდებარე სახლებს კი მალევე მოედო. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. 

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები იმყოფებიან. 


http://ajaratv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები