1 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

24-ე სკოლასთან მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

   თბილისში 24-ე საჯარო სკოლასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

  შელაპარაკება მოქალაქესა და მოსწავლეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მონაწილემ მსუბუქი დაზიანება მიიღო.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქემ მოსწავლეებს, რომლებიც სკოლასთან იდგნენ შენიშვნა მისცა.

 შს სამინისტროში  აცხადებენ, რომ  მომხდარში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.

სამართალდამცველებმა ინციდენტის მონაწილე პირები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები